პერიოდულად აბაზანას მდოგვის დამატებით ვიღებ. მარტივი პროცედურა დიდ სარგებელს მოგიტანთ

მდოგვი სამკურნალო მცენარეა, რომლის საშუალებითაც  შეძლებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის მოგვარებას.

მდოგვი შეგიმსუბუქებთ კუნთების ტკივილს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფსორიაზის, კონტაქტური დერმატიტის, რესპირატორულ დაავადებათა სამკურნალოდ.

სამკურნალოდ და ორგანიზმის გასაწმენდად იყენებენ მცენარის სხვადასხვა ნაწილებს. მდოგვი ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში,  აუმჯობესებს კანისა დ თმების მდგომარეობას, კურნავს სხვადასხვა დაავადებებს.

მდოგვის მარცვლის შემადგენლობაში შედის კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი და კალციუმი. ის ფოლიუმის მჟავისა და A ვიტამინის ბუნებრივი წყაროა. მისი ფოთლები შეიცავს კალციუმს, ფოსფორს, კალიუმს, C, A, K_ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას.

შემოგთავაზებთ მდოგვის ფხვნილის გამოყენების რამდენიმე მეთოდს.

1. კუნთების კრუნჩხვის საწინააღმდეგოდ

კრუნჩხვების მოსახსნელად მტკივნეულ ადგილზე შეიზილეთ 1 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი და ტკივილი მყისიერად გაგივლით.

2. მდოგვი თმის მოვლის საშუალება

დაბანის შემდეგ თმაზე შეიზილეთ მდოგვის ზეთი, დაახლოებით მუჭა, და გაიჩერეთ 8 საათი. აუცილებლად დაიხურეთ შხაპის ქუდი. თმა დაგირბილდებათ და  აბრეშუმისებრ იბზინებს.

3. მდოგვი კუნთების მოსადუნებლად და კუნთების ტკივილის დასაამაებლად

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ მდოგვს შეუძლია კუნთების ტკივილის დაამება. 2 ს. კ. მდოგვის ფხვნილს დაამატეთ 2 ს. კ. აბაზანის მარილი და აურიეთ. ნარევი გახსენით თბილ წყალში.  აბაზანა მოგიხსნით დაძაბულობასა და ტკივილს.

ტკივილების დასაამებელი მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 წილი მდოგვის თესლის ფხვნილი, 2 წილი ფქვილი და ცოტა წყალი. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ ისე, რომ მიიღოთ მალამოსებური მასა.

ნარევი შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20-30 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

4. მდოგვი კანის მოვლის საშუალება

E ვიტამინით, ანტიოქსიდანტებითა და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული მდოგვის ფხვნილს შეუძლია კანის გაწმენდა, დატენიანება. მდოგვის ფხვნილი გადაისვით თხელ ფენად და დაიტოვეთ 15 წუთი. პროცედურის ბოლოს სახე თბილი წყლით დაიბანეთ. ეს მეთოდი აუცილებლად გამოიყენეთ კვირაში 3-ჯერ.

5. გამოიყენეთ მდოგვი გაციებისა და გრიპის სამკურნალოდ

ექსპერტების აზრით, მდოგვი ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა გაციებისა და გრიპის სამკურნალოდ. უბრალოდ შეიზილეთ მკერდზე ცოტა მდოგვის ფხვნილ და დაითბუნეთ თბილი ქსოვილით.

6. მდოგვი ყელისა და ხველის სამკურნალოდ

სავლების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მდოგვის თესლი 1 ს. კ.
  • ნახევარი ლიმონის წვენი
  • მარილი 1 ს. კ.
  • თაფლი 1 ს. კ.
  • წყალი 300 მლ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ლიმონის წვენს დაამატეთ მდოგვის თესლის ფხვნილი, მარილი, დაასხით წყალი და აადუღეთ. მომზადებული მასა გააგრილეთ და დაამატეთ თაფლი. ყელის დასამშვიდებლად და ანთების ჩასაქრობად მომზადებულის სავლები გამოივლეთ დღეში 2-3-ჯერ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!