ისტორიაში უამრავი მაგალითია იმისა, რომ ადამიანი ცნობილი და წარმატებული გახდა, თუმცა სკოლა არც კი დაუსრულებია. ინდუსტრიის ინოვატორებსაც კი, როგორებიც იყვნენ ჯონ დევისონ როკფელერი და ჰენრი ფორდი, არ დაუმთავრებიათ სკოლა, ისინი ცხოვრებამ აიძულა ასეთი რთული გადაწყვეტილების მიეღოთ.
დღეს, ადამიანი იშვიათად ხვდება ასეთ რთულ სიტუაციაში, მაგრამ თავად საგანმანათლებლო სისტემა ყოველწლიურად კარგავს თავის აქტუალურობას და მოითხოვს სასწრაფო რეფორმას. ჩვენი დროის ისეთი გენიალური ადამიანიც კი, როგორიც ილონ მასკია, საუბრობს თანამედროვე სკოლების უშედეგოობაზე, და ძნელია მას შეედავო.
სწორედ ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ ათ ცნობილ ადამიანს, რომლებსაც არ აქვთ სკოლის ატესტატი, თუმცა მათთვის ამას ხელი არ შეუშლია ეპოვათ საკუთარი თავი. ისინი გახდნენ წარმატებულები და მილიონობით ადამიანის გული მოიგეს.
კეანუ რივზი
კეანუ ლიბანში დაიბადა, მაგრამ ბავშვობის უმეტესი ნაწილი ტორონტოში, კანადაში გაატარა. ბიჭის მშობლები მაშინ განქორწინდნენ, როდესაც ის ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, ამის შემდეგ მამამისმა ციხეში მოხვდა. დედა კი, საკუთარი პირადი ცხოვრებით იყო დაკავებული და შვილის აღზრდაზე დიდად არ იწუხებდა თავს.
ამიტომ, როდესაც მეამბოხე ბიჭს ყველა ახალი სკოლიდან აგდებდნენ, ეს არავის უკვირდა და მანაც საერთოდ შეწყვიტა სკოლაში სიარული. იმ დროს ის ძალიან იყო დაინტერესებული სპორტით, განსაკუთრებით ჰოკეიით და ამაში ხედავდა თავის მომავალს, მაგრამ, როგორც უკვე ვიცით, ის დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობია.
ვაინონა რაიდერი
არც ვაიონან რაიდერს დაუმთავრებია სკოლა და ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა. მომავალმა მსახიობმა ადრეული ბავშვობა დახურულ კომუნაში გაატარა, სადაც შესაბამისად არ იყენებდნენ თანამედროვე ცივილიზაციას.
როდესაც გოგონა ჩვეულებრივად სკოლაში დადიოდა, მისი ჩაცმის სტილი მიუღებელი იყო კლასელებისთვის, ამის გამო იგი ბულინგის მუდმივი სამიზნე გახდა. ერთ დღესაც ვაინონამ გადაწყვიტა, რომ უკეთესი იქნებოდა, სკოლაში აღარ დაბრუნებულიყო და სახლში განაგრძო სწავლა. როგორც ვხედავთ, მას არ შეშლია ხელი თავისი პიროვნება საუკეთესოდ გამოევლინა.
ჯონი დეპი
ჯონი დეპის მეამბოხე ხასიათი ფაქტიურად მიანიშნებს იმაზე, რომ არც სკოლაში იყო გულმოდგინე მოსწავლე. ის ვერ იგებდა, რატომ უნდა დაემახსოვრებინა უამრავი არასაჭირო ინფორმაცია და როდესაც იგი არასათანადო ქცევის გამო სკოლიდან გააგდეს, მან გადაწყვიტა მისი მთავარი ოცნება აესრულებინა და გამხდარიყო როკ ვარსკვლავი, ასე რომ, ისეთი წვრილმანები, როგორიცაა სკოლის ატესტატი, მას არ აწუხებს.
თუმცა, ბიჭი ისეთი არტისტული აღმოჩნდა, რომ მუსიკალური სცენის დაპყრობის ნაცვლად, სამსახიობო სცენა დაიპყრო. დღეს კი იმ მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი.
ჯენიფერ ლოურენსი
გოგონამ ცხოვრების დასაწყისშივე გადაწყვიტა თავისი მისიის განხორციელება და მშობლების დარწმუნებაც კი შეძლო მის მიღწევაში დახმარებოდნენ. 15 წლის ასაკში მან აგენტი იპოვა და წავიდა ჰოლივუდის დასაპყრობად, ისე, რომ სკოლა დამთავრებული არ ჰქონდა.
თავიდან, ის ამბობდა, რომ სახლში განაგრძო სწავლა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ სკოლის დატოვებას არ ნანობს. მათ, ვინც მის საქმიანობას და წარმატებას კარგად იცნობს, შესაძლოა სულაც არ უკვირს ამის, რადგან ის უბრალოდ შეუდარებელია, და ამ მომენტში არავის აინტერესებს რამდენი ხანი სწავლობდა სკოლაში.
კვენტინ ტარანტინო
ტარანტინო სკოლაში კარგი მოსწრებით არ გამოირჩეოდა, ზოგიერთ საგნებში კი ის სრული დამარცხებული იყო. თუმცა, ბიჭი ამას დიდ ყურადღებას არ აქცევდა, რადგან მან საკმაოდ ადრევე იპოვა თავისი ცხოვრების მთავარი ვნება.
ის სკოლიდან მუდმივად კინოში გარბოდა ფილმების სანახავად და გახდა ლეგენდარული კინორეჟისორი, რომელსაც არაერთი წარმატებული ფილმი აქვს გადაღებული. არ არის ცნობილი, მან აიღო თუ არა ატესტატი, თუმცა ის მის ცხოვრებაზე გავლენას ვეღარ მოახდენს.
ნიკოლ კიდმანი
17 წლის ასაკში კიდმანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სკოლა, და არა კლასელებთან კონფლიქტის ან სასწავლო გეგმასთან დაკავშირებული სირთულეების გამო. ფაქტია, რომ დედამისი დაავადდა სიმსივნით, ხოლო გოგონას მასაჟისტად უნდა დაეწყო სამსახური, რის გამოც სკოლაში სიარულს ვეღარ შეძლებდა.
და მიუხედავად იმისა, რომ ეს იძულებითი გადაწყვეტილება იყო, ნიკოლს არასრულფასოვანი საშუალო განათლების გამო რაიმე დისკომფორტი არ შექმნია, ატესტატის არქონამ ხელი არ შეუშალა გამორჩეული მსახიობი გამხდარიყო.
რობერტ დე ნირო
რობერტ დე ნირო, ირლანდიურ-იტალიური წარმოშობის მსახიობი, შემოქმედებით ოჯახში გაიზარდა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მშობლები განქორწინდნენ, როდესაც ის მხოლოდ სამი წლის იყო, მას ცხოვრებისადმი თავისუფალი დამოკიდებულება განუვითარდა.
10 წლის ასაკიდან რობერტმა უკვე იცოდა, რომ მას ყველაზე მეტად სცენაზე თამაში უყვარდა, ამიტომ თექვსმეტი წლისამ სკოლა მიატოვა და მთელი ძალისხმევა სამსახიობო უნარების გაუმჯობესებას მოახმარა.
კრისტენ სტიუარტი
გოგონამ სამოდელო და სამსახიობო კარიერა ძალიან ადრე დაიწყო. 9 წლის ასაკში მან კასტინგებზე სიარული დაიწყო და ბევრი მათგანი წარმატებით დასრულდა, ამიტომ კრისტენი კარიერას კიდევ უფრო მეტ დროს უთმობდა.
გაკვეთილებზე მუდმივი არყოფნის გამო, 13 წლის ასაკში მან გადაწყვიტა სკოლის მიტოვება. ახლა სტუარტი ცნობილია არა მხოლოდ სამსახიობო სფეროში მიღწეული მიღწევებით, არამედ, როგორც არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც ულამაზესი ფერის თვალები აქვს.
ქეით უინსლეტი
ქეითი ბრიტანულ ოჯახში დაიბადა , სადაც მსახიობობა მემკვიდრეობად ითვლებოდა, ასე რომ არაფერია უცნაური, რადგან ის ამ პროფესიით 11 წლის ასაკში დაინტერესდა.
მაგრამ მისმა მშობლებმა ამ მიმართულებით ნამდვილად ვერ მიაღწიეს წარმატებას, ამიტომ ვინსლეტმა სწრაფად გააცნობიერა, რომ მსახიობად ქცევისთვის მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის, საჭიროა ხელსაყრელი გარემო. ამიტომ, 16 წლის ასაკში, მან სკოლა მიატოვა და სამუშაოს საძებნელად დედაქალაქს მიაშურა, სადაც მისი ნიჭის გამოსავლენად გაცილებით უკეთესი პირობები იყო.
ჯიმ ქერი
და ბოლოს, უინსლეტის პარტნიორი ერთ-ერთ საუკეთესო ფილმში, ,,ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება,” ჯიმ ქერი.
ჯიმის სკოლის პერიოდი არც თუ ისე ცუდი იყო, ის ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლეც კი იყო. მაგრამ, როდესაც ის 15 წლის იყო, მომავალი მსახიობის მამამ სამსახური დაკარგა და მთელი ოჯახი იძულებული გახდა არა მხოლოდ მის ტრეილერში გადასულიყო საცხოვრებლად, არამედ ყველას სამსახური ეშოვა.
სამუშაოს ძიების პროცესმა კერი კომედიური სტენდ-კლუბების ეტაპზე მიიყვანა , სადაც მან დაიწყო წარმატებისკენ მიმავალი გზა.
თუ დღევანდელი ცნობილი ახალგაზრდების ცხოვრებას გადავხედავთ, შეამჩნევთ, რომ უფრო და უფრო მეტ ახალგაზრდა ვარსკვლავს ურჩევნია მუშაობა ჩვეულებრივ სკოლაში სწავლას. და, მათი წარმატებების გათვალისწინებით, ძნელი სათქმელია, რომ ასეთი გადაწყვეტილება არასწორი იყოს.
ამასთან, თითოეული სიტუაცია ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ, რადგან ჩვენი გმირების უმრავლესობამ ახალგაზრდობაშივე იპოვა ნამდვილი მოწოდება, ბევრი სხვა ადამიანისთვის სკოლა და თუნდაც უნივერსიტეტიმათი მიზნების პოვნაში ეხმარება.