შემოგთავაზებთ ბუნებრივი, ბიუჯეტური და ეფექტური საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ არასასურველი თმის მოშორებას როგორც სახეზე, ისე ტანზე.
მოცემული საშუალება მოგაშორებთ პიგმენტურ ლაქებს, აახალგაზრდავებს, ატენიანებს და კვებავს კანს.
მოცემული საშუალების შემადეგნლობაში შედის მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტები, რომელთაც უამრავი სარგებელი მოაქვს კანისთვის.
ძირტკბილას ფესვი შეიცავს აქტიურ ნაერთს, გლაბრიდინს, რომელიც აღიავებს თვალების ირგვლივ მუქ წრეებს, ასაკობრივ ლაქებს.
სიმინდის სახამებელი აგარიდებთ შავი წერტილების წარმოქმნას, აფერხებს ფორების დაბლოკვას, კეტავს დიდ ღია ფორებს, კურნავს აკნეს.
მუხუდოს ფქვილი მოქმედებს როგორც კანის გამაღიავებელი საშუალება, აშორებს ასაკობრივ ლაქებს და არასასურველ თმას.
ლიმონის წვენი ღრმად წმენდს და აახალგაზრდავებს კანს, აშორებს პიგმენტურ ლაქებს.
კურკუმა შეიცავს ბუნებრივ ანტისეპტიკურ და ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს, რომლებიც ძალიან ეფექტურია ანთების, აკნეს საწინააღმდეგოდ. კურკუმა აახალგაზრდავებს კანს.
რძე ატენიანებს კანს და უნარჩუნებს ტენიანობას მთელი დღის განმავლობაში.
პირველ რიგში ამზადებთ ფხვნილს. მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ძირტკბილას ფესვის ფხვნილი 1 ს. კ.
- წითელი ოსპის ფხვნილი 1 ს. კ.
- მუხუდოს ფქვილი 1 ს. კ.
- სიმინდის სახამებელი 1,5 ს. კ.
- კურკუმას ფხვნილი ½ ჩ. კ.
მომზადების წესი:
- ძირტკბილას გამხმარი ფესვი დაფშხვენით. ოსპი და მუხუდო დაფქვით.
- სუფთა ჭურჭელში მოათავსეთ ძირტკბილას ფესვის ფხვნილი, წითელი ოსპის ფხვნილი, მუხუდოს ფქვილი, სიმინდის სახამაბელი და აურიეთ. არასასურველი თმის მოსაშორებელი ფხვნილიც მზად არის. ნარევი შეგიძლიათ შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე. გამოსაყენებლად ვარგისია 20 დღე.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- მომზადებული ფხვნილი 1 ს. კ.
- ლიმონის წვენი 1 ჩ. კ.
- 2 ს. კ. რძე მშრალი კანისთვის, კომბინირებული კანისთვის იოგურტი 2 ს. კ. და ცხიმიანი კანისთვის 2 ს. კ. გაფილტრული წყალი
ფხნილს დაამატეთ ლიმონი და თქვენი კანის ტიპის მიხედვით აირჩიეთ რძე თუ შრალი კანი გაქვთ, იოგურტი_კომბინირებული კანისთვის და გაფილტრული წყალი_ცხიმიანი კანისთვის. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ სრულ გაშრობამდე. პროცედურის ბოლოს ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.