როგორ მოვამზადოთ ჩვენი ბავშვობის საყვარელი “მედოგი” მარტივად

0
1877

უფროსი თაობის წარმომადგენლებს კარგად ახსოვთ უგემრიელესი ნამცხვარი ,,მედოგი“, რომელიც ნაზი და ჰაეროვანია, თითქოს პირში დნება. ტორტის საოცარი გემო დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ თაფლს გამოიყენებთ.

საჭირო იგრედიენტები ცომისთვის:

  • კვერცხი 3 ცალი
  • შაქარი 200 გრ
  • თაფლი 120 გრ
  • კარაქი 75 გრ
  • ფქვილი 700 გრ
  • საჭმელი სოდა 1 ჩ. კ.
  • იგრედიენტები კრემისთვის
  • 30% ცხიმიანობის არაჟანი 800 გრ
  • შაქარი 270 გრ

მომზადების წესი:

მოამზადეთ იგრედიენტები. აიღეთ დარბილებული კარაქი, კვერცხიც წინასწარ გამოიღეთ მაცივრიდან. დაიმახსოვრეთ,  საუკეთესო ნაცხობის მოსამზადებლად სასურველია ყველა იგრედიენტი იყოს ოთახის ტემპერატურის. აგრეთვე მოამზადეთ ერთი დიდი ქვაბი და მეორე- პატარა. გირჩევთ, რომ ფქვილი წინასწარ გაცრათ.

დიდ ქვაბში ჩაასხით ცოტა წყალი და დადგით ცეცხლზე. პატარა ქვაბში ათქვიეთ კვერცხი და შაქარი, დაამატეთ გამდნარი კარაქი, თაფლი, სოდა და ყველაფერი კარგად ათქვიფეთ.

დაიმახსოვრეთ:

1.კარაქი რომ ადვილად გაადნოთ, დაჭერით.

  1. სასურველია თუ თაფლს აწონით, მაგრამ თუ ვერ ახერხებთ, მაშინ სქელი კონსტიტენციის თაფლი აიღეთ 5 ს. კ., ხოლო თხელი-3 ს. კ.

მომზადებული მასა ჩადეთ დიდ ქვაბში, რომელშიდაც წყალი დუღს და ფრთხილად ურიეთ, სანამ მასა ერთ-ნახევარჯერ არ მოიმატებს და გამუქდება. ამ პროცეს დაახლოებით 15 წუთი დასჭირდება. თანდათანობით დაამატეთ ფქვილის 1/3 ნაწილი და  განუწყვეტელი მორევით თუშეთ 1 წუთის განმავლობაში. მასა გამოვა თხელი, გადმოდგით ორთქლიდან და შეურიეთ დარჩენილი ფქვილი. ნაზი, რბილი და თაფლიანი ცომი გაყავით რვა ნაწილად, თითოეული გუნდა დაახლოებით 160 გრ-ს უნდა იწონიდეს. გუნდები გაახვიეთ ცელოფანში და 15-20 წუთით შედეთ მაცივარში, რათა უფრო იოლი იყოს მათი გაბრტყელება.

გაბრტყელებული ცომი დაახლოებით 1 მმ სისქისაა და ჩანგლით დაჩხვლიტეთ, რათა  თანაბრად ამოვიდეს და ფირფიტის ზედაპირი იყოს გლუვი. ფენას მიეცით მრგვალი ფორმა, შეგიძლიათ იმავე ფორმით გამოჭრათ, რომელშიდაც უნდა გამოაცხოთ და ჩადეთ ყალიბში. ფირფიტა გამოაცხვეთ 4-7 წუთის განმავლობაში 180 გრადუს ტემპერატურაზე.

გამომცხვარ ფირფიტებს ნაპირები ჩამოაჭერით, დაფხვენით რადგან ტორტის მოსართავად დგჭირდებათ.

კრემის მომზადება:

არაჟანი კარგად ათქვიფეთ და თანდათან დაამატეთ შაქარი (უმჟობესია შაქრის ფხვნილს თუ გამოიყენებთ). კრემი გამოდის ძალიან ნაზი და ჰაეროვანი.

ჯერ პირველ ფენას წაუსვით, დაახლოებით 7-8 ს. კ.  კრემი, მერე- მეორეს და ასე შემდეგ. ასევე დაკრემეთ გვერდებიც და მოაყარეთ დაფხვნილი ჩამონაჭრელები.

მოამზადეთ ტორტი მედოგი, ისიამოვნეთ მისი საოცარი გემოთი და გაიხსენეთ ბავშვობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here