უგემრიელესი ბლინები ღვიძლის შიგთავსით. იოლი მოსამზადებელი, თანაც უგემრიელესია

შემოგთავაზებთ ღვიძლის შიგთავსით მომზადებული უგემრიელესი ბლინების რეცეპტს.

ბლინები გამოაცხვეთ თქვენთვის სასურველი რეცეპტის მიხედვით.

შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ქათმის ღვიძლი 500 გრ
  • კვერცხი 3 ცალი
  • ხახვი (საშუალო) 2 თავი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. დაჭერით ხახვი და შეწვით ზეთში.
  2. შემწვარ ხახვს დაამატეთ ღვიძლი და თუშეთ 15 წუთი.
  3. მომზადებული მასა გაატარეთ.
  4. კვერცხი მოხარშეთ, გახეხეთ, შეურიეთ ფარშს და შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით. ძალიან უხდება ქონდარი.
  5. თითოეული ბლინის შუაში დადეთ 2-2 ს. კ. ფარში და ჩვეულებრივი წესის მიხედვით გადაახვიეთ.

ბლინჩიკები შეწვით ორივე მხრიდან და გემრიელად მიირთვით!