ეს ცხიმოვანი მჟავა გააძლიერებს სახსრებს, გააუმჯობესებს ტვინის მუშაობას და თავიდან აგარიდებთ მრავალ პრობლემას

მეცნიერთა აზრით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის მოგვარება შეიძლება ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მოხმარებით.

შემოგთავაზებთ იმ სარგებლის მცირე ჩამონათვალს, რომელსაც ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები იძლევა ადამიანის ორგანიზმისთვის.

1. ებრძვის ანთებას

ცნობილია, რომ ომეგა-3-ს აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, სწორედ ამიტომ, ის სასარგებლოა სახსრების ტკივილის ან ორგანიზმში მიმდინარე სხვა ანთებითი პროცესების აღმოსაფხვრელად.

2. აუმჯობესებს განწყობას

მეცნიერები ამბობენ, რომ ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები შესანიშნავია განწყობის რეგულირებისთვის. ომეგა-3 სასრგებლოა შფოთვის, დეპრესისა და უძილობის დროს.

3. აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს ტვინის ფუნქციონირებას. დადასტურებულია, რომ მათ ასევე შეუძლიათ ალცჰაეიმერის დაავადების თავიდან აცილება და მისი პროგრესირების შენელება.

4. ამცირებს გულის დაავადებათა რისკს

მრავალი სამეცნიერო კვლევის თანახმად, ამ ჯანსაღ ცხიმებს შეუძლია ხელი შეუწყოს არტერიული წნევისა და მაღალი ქოლესტერინის მართვას და აგარიდებთ გულის დაავადებათა რისკს.

5. ატენიანებს კანს

გააჯერეთ თქვენი ორგანიზმი ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებით, რადგან ისინი კანს უნარჩუნებს ჯანმრთელობას, სილამაზესა და ახალგაზრდობას.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით განსაკუთრებით მდიდარია თევზი. მაგრამ თუ თქვენ თევზი არ გიყვართ, არ ინერვიულოთ, რადგან არსებობს სხვა საკვები პროდუქტები, რომელთა საშუალებითაც ისარგებლებთ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების უპირატესობით.

6. მარცვლეული

დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი გოგრის თესლი, სელის თესლი, სეზამი და ა. შ. დაამატეთ სალათებსა და კოქტეილებს შვრიის ფანტელი, იოგურტი.

7. თხილეული

თუ თხილეულზე არ გაქვთ ალერგია, ყოველდღიურად მიირთვით ნუში, პეკანი, თხილი, მიწისთხილი, ფისტაშკები და სხვა. მათი საშუალებით შეძლებთ ორგანიზმის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით უზრუნველყოფას.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების საუკეთესო წყაროა ველური ბრინჯი. იგი მდიდარია ბოჭკოებით, ცილით, მაგნიუმით, თუთიით, მანგანუმით და B ჯგუფის ვიტამინებით. ეს პროტეინებით სავსე პროდუქტი, ამავე დროს დაბალკალორიულია.

8. პარკოსნები

რეგულარულად მიირთვით პარკოსნები, რათა მიიღოთ ორგანიზმისთვის საჭირო ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!