სასმელები, რომლებიც ზაფხულის ცხელ დღეებში წყურვილს გემრიელად მოგიკლავთ

ხშირად მოისმენდით რჩევას: მიიღეთ მეტი წყალი. დაღლილობის დროს ან მაშინ, როცა კანი ზედმეტად მშრალია. ზოგადად, წყალი სიცოცხლის საფუძველია, ამიტომ იგი ჩვენი სხეულისთვის აუცილებელია. ჯანმო დღეში 2 ლიტრამდე წყლის მიღებას გვირჩევს. ანუ, 1 კგ სხეულის წონაზე 30 მლ-მდე წყალია საჭირო. ცოტა თუ იცავს ამ სასარგებლო რჩევას, ხოლო ისინი, ვინც ცდილობს მაინც, უმეტესად ჩაის ან ყავას მიირთმევენ. ამ სტატიაში ჩვენ მოგიყვებით, თუ რით შეიძლება წყურვილის მოკვლა და წყლის დეფიციტის შევსება.

რით მოვიკლათ წყურვილი

ჩვენი რედაქცია გირჩევთ მეტი წყლის მიღებას. აგრეთვე, ჩვენ მოვამზადეთ რამდენიმე სასმლის ნაკრები, რომლებიც დაგეხმარებათ წყურვილის მოკვლაში, ზაფხულის ცხელ დღეებში. ჩაანაცვლეთ ჩვეულებრივი ჩაი ან ყავა ჩირის ნახარშით ან ნამდვილი ბურახით.

ჩირის ნახარში

აიღეთ 1 მუჭა ხმელი გარგარი, ვაშლი და ქლიავი და დაუმატეთ 1 ლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ ჩირი მდუღარე წყალში 15 წუთით, შემდეგ გამორთეთ ცეცხლი და გააგრილეთ. ნახარშის მიღება შეგიძლიათ ყოველდღე, 200 მლ დღეში რამდენჯერმე – ასე წყურვილს ეფექტურად მოიკლავთ.

წყალი ლიმონითა და თაფლით

წყურვილს კარგად ანაყრებს 1 ჭიქა წყალი რამდენიმე ნაჭერი ლიმონითა და 1 ჩ.კ. თაფლით. გარდა ამისა, სასმელი შესანიშნავად აფხიზლებს და წმენდს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს.

რუსული ბურახი

ნამდვილი საშინაო ბურახი საკმაოდ კალორიულია და შესანიშნავად ანაყრებს როგორც წყურვილს, ისე შიმშილსაც. გარდა ამისა, ბურახის შემდეგ რამე ზედმეტის ჭამის სურვილი გაგიქრებათ.

ასკილის ნახარში

აიღეთ 1 ს.კ. ხმელი ასკილი, დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 30 წუთით. დაუმატეთ 1 ჩ.კ. თაფლი. ასკილის ნახარში ეფექტურად ამცირებს მადას, აძლიერებს იმუნიტეტს და არეგულირებს არტერიულ წნევას.

რძემჟავას სასმელები

მათ შორის კეფირი ან აირანი შესანიშნავად ანაყრებს წყურვილის გრძნობას და ამცირებს მადას. გარდა ამისა, რძემჟავას სასმელები წმენდს ორგანიზმს და გამოაქვს ტოქსინები. ეს პროდუქტი შეიცავს სასარგებლო ბაქტერიებს, რომლებიც არეგულირებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.

ამ სასმელების მომზადება მარტივია საშინაო პირობებში. ისინი მოგეწონებათ როგორც თქვენ, ისე თქვენს შვილებსა და ოჯახის სხვა წევრებს. რაც მთავარია, ისინი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ანაყრებს წყურვილსა და მსუბუქ შიმშილს. სხვათა შორის, მათი წაღება შეგიძლიათ პიკნიკზეც, თერმოსის გამოყენებით. მიიღეთ მეტი სითხე და იყავით ჯანმრთელი!