როგორ გამოვავლინოთ ღვიძლის პრობლემები კანზე დაკვირვებით. რამდენიმე ყურადსაღები სიმპტომი, რომელიც არ უნდა დააიგნოროთ

თუ ღვიძლის დაავადების დროულ დიაგნოსტირებას შეძლებთ, უფრო მეტი შანსი გაქვთ დაავადების კონტროლისთვის და სამკურნალოდ. ამ გზით შეძლებთ აირიდოთ მოსალოდნელი  გართულებები.

იყავით უფრო ყურადღებიანი თქვენი სხეულის მიმართ და თუ ქვემოთ მოცემული სიმპტომებიდან რამდენიმე მაინც აღგენიშნებათ, დამატებითი დიაგნოსტიკისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

შეიძლება თუ არა ღვიძლის დაავადებების გამოვლენა კანის ცვლილებებით და სხვა სიმპტომებით?

კანს შეუძლია ბევრი რამ გითხრათ ღვიძლის მდგომარეობის შესახებ. დააკვირდით კანის ცვლილებებს. ისინი დაგეხმარებათ ღვიძლის პრობლემების ამოცნობაში.

1. ქავილი

ღვიძლის პრობლემების პირველი სიმპტომია მუდმივი ქავილი, რომელიც ვრცელდება მთელ სხეულზე.

2. ხელისგულების სიწითლე

ხელისგულების ერითემა – მდგომარეობა, როდესაც სხეულის ეს ნაწილი წითლდება და ხდება ზედმეტად მგრძნობიარე.

მიაქციეთ ყურადღება ამ ნიშანს, რადგან ის შეიძლება დაკავშირებული იყოს ღვიძლის პრობლემებთან.

3. მოყვითალო ფერი

თვალის გარსი, ისევე როგორც კანის დანარჩენი ნაწილები, იწყებს მოყვითალო ფერის მიღებას, რაც გამოწვეულია სისხლში პიგმენტ ბილირუბინის შემცველობის პათოლოგიურად მაღალი დონით.

4. სისხლჩაქცევები კანზე

სისხლჩაქცევები კანზე ღვიძლის არასტაბილური მდგომარეობის კიდევ ერთი სიმპტომია. ღვიძლი პასუხისმგებელია კოაგულაციასთან დაკავშირებული ზოგიერთი ცილის სინთეზზე, როგორიცაა პროთრომბინი.

5. შეშუპება

როგორც თირკმელები, ისე ღვიძლია პასუხისმგებელია ორგანიზმში სითხის შეკავებაზე. შეშუპება შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემის სიმპტომი.

6. იისფერი ლაქები

მოლურჯო-იისფერი ლაქები, რომლებიც სისხლჩაქცევებს ჰგავს, შეიძლება ღვიძლის გადაგვარების სიმპტომი იყოს. თუ თქვენ ასეთი ლაქები გაქვთ დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.

7. სისხლძარღვთა ბადე

სისხლძარღვთა ქსელი, ანუ ვარიკოზიული ვენები, არის  კონკრეტული არტერიის ანთება, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ღვიძლის ან სხვა ენდოკრინული სისტემების დარღვევით.

გისურვებთ ჯანმრთელობას!