მეჭეჭები არის პატარა კეთილთვისებიანი წარმონაქმნები კანზე. ამ წარმონაქმნების გაჩენას იწვევს ადამიანის პაპილომა ვირუსი. პაპილომა ვირუსი იწვევს პაპილომების გაჩენას.
სტატიაში შემოგთავაზებთ ხელნაკეთი საშუალებების რეცეპტებს, რომელთა წყალობით შეძლებთ ამ წარმონაქმნების მოშორებას.
რეცეპტი N1
აბუსალათინის ზეთი და საკვები სოდა
ამ ორი ინგრედიენტის კომბინაციით მიიღებთ უძლიერეს ანტიმიკრობულ და ანტივირუსულ ნივთიერებას, რომლის საშუალებითაც შეძლებთ მეჭეჭებისა და პაპილომების მოშორებას.
გაითვალისწინეთ, მოცემული ნარევი უშუალოდ დაზიანებულ ადგილზე უნდა წაისვათ, რათა თავიდან აიცილოთ დაავადების გავრცელება.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- საკვები სოდა 1 ს. კ.
- აბუსალათინის ზეთი 2 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და წაისვით დაზიანებულ ადგილებზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ნარევი ხელს უწყობს კანის რეგენერაციას და მეჭეჭები თანდათან ქრება.
პროცედურა გაიმეორეთ დღეში 3-ჯერ, ნაოჭების სრულ გაქრობამდე.
რეცეპტი N2
ხახვი და ლიმონი
ხახვის ბუნებრივი მჟავები და გოგირდის ნაერთები არეგულირებენ კანის pH-ს. მათი C ვიტამინთან კომბინაციით კი დაუჯერებელ შედეგს მიიღებთ.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხახვის წვენი 3 ს. კ.
- ლიმონის წვენი 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. მომზადებული ნარევით გააჯერეთ მარლის საფენი და დაიფინეთ დაზიანებულ ადგილებზე, შეიხვიეთ და დაიტოვეთ მთელი ღამე ან დაიდეთ დღეში 3-ჯერ 30-30 წუთი.
რეცეპტი N3
ასპირინი და ლიმონი
მეჭეჭებისა და პაპილომების მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ასპირინისა და ლიმონის ნარევი. ორივე ინგრედიენტს აქვს ანტიმიკრობული და ანტივირუსული ეფექტი.
ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ასპირინი 2 აბი
- ლიმონის წვენი 2 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
პირველ რიგში, ასპირინის აბები დაფშხვენით.
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. მიღებული მასა შეიზილეთ მეჭეჭებზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 2-ჯერ. მალე მეჭეჭები უკვალოდ გაგიქრებათ.