საღამოს ნიღაბი, რომელიც რამდენიმე პროცედურაში კანის მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს

ყველა ლამაზმანი ოცნებობს სახის კანის ახალგაზრდობის შენარჩუნებაზე. SPA-სალონებში ვიზიტები უამრავ დროსა და ფულს გვართმევს. ქალები მდმივად ეძებენ უნიკალურ საშუალებას, რომელიც ნაზად იზრუნებს კანზე და გაწმენდს მას. რთულია წარმოდგენა, თუმცა, ასეთი საშუალება არსებობს და თითქმის ყველას აქვს სახლში – ეს სოდაა!

სოდის ორკომპონენტიანი ნიღბები

სოდას მადეზინფიცირებელი და ანტიმიკრობული თვისებები აქვს, რაც ხელს უწყობს კანის გაწმენდას. ღრმად შეღწევის შემდეგ, იგი გამოდევნის დაბინძურებებს, მკვდარ უჯრედებს, ებრძვის აკნესა და გამონაყარს. სოდას, ასევე, მსუბუქი მათეთრებელი ეფექტი აქვს და ათანაბრებს სახის კანის ფერს.

კანის გაწმენდა

გამწმენდი ნიღბისთვის გჭირდებათ საკვები სოდა და წყალბადის ზეჟანგი 2:1 პროპორციით. საშუალება დაიტანეთ სახეზე, 15 წუთის შემდეგ კი მსუბუქი წრიული მოძრაობებით ჩამოიწმინდეთ. ამის შემდეგ, რეკომენდებულია დამატენიანებელი კრემის წასმა.

კანის დატენიანება

სოდა, ზეითუნის ზეთთან ერთად, შესანიშნავად არბილებს და ატენიანებს კანს. შეურიეთ 1 კოვზი ზეთი და 2 კოვზი სოდა. დაიტანეთ ნიღაბუ სუფთა კანზე და გაიჩერეთ 20 წუთით, შემდეგ უბრალოდ წყლით ჩამოიბანეთ.

ამქერცლავი ეფექტი

შვრიის სასწაულმოქმედი თვისებების შესახებ ყველამ იცის. შვრიის ფანტელებისა და სოდის ნიღაბი ანიჭებს სახის კანს სიგლუვეს და მსუბუქად ათანაბრებს მის ფერს. ნიღბის მისაღებად შეურიეთ 1 ჩ.კ. სოდა და 2 ჩ.კ. ფანტელები. დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი და მოურიეთ. შეიზილეთ მიღებული ნიღაბი სახეზე და 20 წუთში ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

აკნესთან ბრძოლა

აკნეს საწინააღმდეგო ეფექტური ნიღაბი შემდეგნაირად მზადდება: 1 გ სოდა შეურიეთ თითო ს.კ. ნაღებსა(სასურველია 30% ცხიმიანობით) და თაფლს. წაისვით ნიღაბი 15 წუთით და მოიცილეთ ოთახის ტემპერატურის წყლით. შედეგი არ დააყოვნებს.

კიდევ ერთი საშუალება, რომელიც კანის მოვლაში გვეხმარება – ესაა განმაახლებელი ნიღაბი. რამდენიმე კომპონენტი კანს დაუბრუნებს ელასტიურობასა და ელვარებას მძიმე სამუშაო დღის შემდეგ. შეურიეთ ბლენდერში 1 ს.კ. საკვები სოდა, 1 კვერცხის ცილა, 1ს.კ. თაფლი, 1 ჩ.კ. შვრიის ფანტელები, 1/2 ჩ.კ. ვაშლის ძმარი და ნახევარი დახეხილი კიტრი – ნიღაბი მზადაა.

უნდა გახსოვდეთ, რომ სოდის შემცველი საშუალებები არაა რეკომენდებული ყოველდღიური მოხმარებისთვის.