ასაკთან ერთად კოლაგენის გამომუშავება მცირდება, კანი კარგავს ელასტიურობას და ჩნდება სტრიები.
სტრიების საწინააღმდეგო ბუნებრივ პროდუქტთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა ყავა. განსაკუთრებით ეფქტურია მაშინ, როდესაც ის შერწყმულია ისეთ ბუნებრივ, დამატენიანებელ და აღმდგენ პროდუქტებთან, როგორიცაა ქოქოსის ზეთი და ალოე ვერას გელი.
ქოქოსის ზეთი სტრიების საწინააღმდეგოდ ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია. შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებით, K და E ვიტამინით მდიდარი ქოქოსის ზეთი კვებავს კანს, ანიჭებს მოქნილობას, ელასტიურობას, რაც საშუალებას გაძლევთ შეამციროთ არსებული და თავიდან აიცილოთ ახალი სტრიების წარმოქმნა.
შემოგთავაზებთ ყავის ბაზაზე მომზადებული ნიღაბის რეცეპტს, რომელიც კანს ანიჭებს სიგლუვეს, ელასტიურობას, ეფექტურად მოგაშორებთ სტრიებსა და ცელულიტს.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- დაფქული ყავა ½ ჩ. ჭ.
- ქოქოსის ზეთი 2 ს. კ.
- ალოე ვერას გელი 1 ს. კ.
- თბილი წყალი
მომზადების წესი:
თასში მოათავსეთ ყავა, დაამატეთ ცოტა წყალი და კარგად აურიეთ. შემდეგ თანდათან დაამატეთ ქოქოსის ზეთი, ალოე ვერას გელი და ურევთ განუწყვეტლივ. უნდა მიიღოთ მალამოსებური ერთგვაროვანი მასა.
მომზადებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და წრიული, მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20-30 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი მალამო.
მაქსიმალური ეფექტის მისაღებად პროცედურები ჩაიტარეთ კვირაში 3-ჯერ.