
არ იცით რითი გაუმასპინძლდეთ ოჯახის წევრებს? გთავაზობთ ძალიან გემრიელი და არომატული როგალკების რეცეპტს რძეზე, რომელიც არა მხოლოდ გამოდის მართლაც უგემრიელესი, არამედ საერთოდ არ ეტყობა ჩვენს ჯიბეს. ყველა ინგრედიენტი დიდი ალბათობით უკვე მოგეპოვებათ მაცივარში.
ძალიან ნაზი და არომატული როგალკების რეცეპტი
იგრედიენტები:
- რძე 1 ჭიქა
- მარგანინი 200 გრ
- საფუარი 20 გრ
- ფქვილი რასაც შეიზელს
მომზადება:
აიღეთ თასი, მოათავსეთ მასში ყველა ინგრედიენტი, აურიეთ და მოზილეთ რბილი ცომი, გადააკარით სტრეჩი (საკვების პლიონკა) და რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში. შემდეგ გამოიღეთ და გაყავით ორ ნაწილად. ცომის ჯერ ერთი ნაწილი გააბრტყელეთ და დაჭერით სამკუთხედებად, ზემოდან მოაყარეთ შაქარი და ფართო ბოლოდან წვეროსაკენ ლამაზად გადაახვიეთ. ზემოდან მოაყარეთ შაქარი და გამოაცხვეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. დაიბრაწება და თქვენი შედევრიც მზად არის. გემრიელად მიირთვით!