შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომელიც ეფექტურად გამოიყენება სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ. სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მარტივი, ყველასთვის ხელმისაწვდომი ბუნებრივი პროდუქტები: ჭარხალი, სტაფილო და ვაშლი.
მოცემული ინგრედიენტების კომბინაციით მრავალ სარგებელს მოუტანთ ორგანიზმს და შეძლებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემათა აღმოფხვრას.
სასმელი შეგიმსუბუქებთ მენსტრუაციის ტკივილს
ტკივილგამაყუჩებელი აბების მიღების ნაცვლად, რომლებიც იწვევს გვერდით მოვლენებს, შეგიძლიათ მიიღოთ სტაფილოს, ვაშლისა და ჭარხლის წვენების კომბინაცია. მოცემული საშუალება მოქმედებს სწრაფად, გაგიყუჩებთ ტკივილს და უმოკლეს დროში ამცირებს მიმდინარე ანთებით პროცესს.
აუმჯობესებს გულისა და ფილტვების ჯანმრთელობას
ჭარხალი და სტაფილო შეიცავს ბეტა-კაროტინს. ეს კომპონენტები ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს, მაღალ არტერიულ წნევას, რომლებიც დიდ ზიანს აყენებს გულისა და ფილტვების ჯანმრთელობას.
გამოდევნის ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს
ეს ბუნებრივი წვენი გამოდევნის ორგანიზმში არსებულ მავნე ბაქტერიებს, ტოქსინებსა და მიკროორგანიზმებს.
ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას
სტაფილო შეიცავს სპეციალურ ვიტამინებს, რომლებიც ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას.
მკურნალობს კოგნიტურ დარღვევებს
ის კვებავს ჩვენი ტვინის ყველა უჯრედსა და ნერვს, აღადგენს მის აქტივობას და ხელს უწყობს ისეთი პრობლემების აღმოფხვრას, როგორიცაა გულმავიწყობა, უყურადღებობა, კონცენტრაციის დაქვეითება.
ხელს უწყობს გახდომას
სასმელი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ასწრაფებს მეტაბოლიზმს და ორგანიზმის ცხიმებისა და კალორიების გადამუშავების უნარს. სასმელი იცავს კუჭს მავნე ბაქტერიებისგან, ხელს უწყობს წონის კლებას და ორგანიზმს აღავსებს ენერგიით.
აუმჯობესებს კანის მდგომარეობას
ანტიოქსიდანტებით მდიდარი სასმელი ორგანიზმს იცავს თავისუფალი რადიკალებისგან და აფერხებს დაბერების პროცესს.
გარდა ამისა, სასმელი უზრუნველყოფს ორგანიზმს უამრავი საკვები ნივთიერებით.
სამკურნალო სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- მწვანე ვაშლი 1 ცალი
- სტაფილო 1 ცალი
- პატარა ჭარხალი 1 ცალი
- მინერალური ან გაფილტრული წყალი 200 მლ
მომზადებისა და მიღების წესები:
მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ, გადაწურეთ და 100-150 მლ მიიღეთ დილით, უზმოზე, ხოლო 100-150 მლ_ძილის წინ.
სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 1 თვე. გისურვებთ ჯანმრთელობას!