
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების ტემპი, მუდმივი სტრესები, არასწორი კვება, ფიზიკური აქტივობების ნაკლებობა, უძილობა იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის განვითარებას.
ერთი მხრივ, სათანადო დასვენება არის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის საფუძველი.
მეორე მხრივ, კვება უნდა მივიჩნიოთ ჯანმრთელობის ძირითად ფაქტორად. ყველაფერს, რასაც მივირთმევთ ჩვენი ორგანიზმისთვის მოაქვს სარგებელი ან ზიანი, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ყოველდღიური კვების რაციონს.
ადამიანის ორგანიზმის ძირითადი ორგანოა საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად გააუარესოს ან გააუმჯობესოს ჩვენი კეთილდღეობა.
ჯანმრთელი ნაწლავები ორგანიზმს აძლევს უფლებას, აითვისოს აუცილებელი საკვები ნივთიერებები, ხოლო ნარჩენები გამოდევნოს. მაგრამ თუ ნაწლავები დატვირთულია ნარჩენებითა და ტოქსინებით, მაშინ ორგანიზმიდან სასარგებლო საკვები ნივთიერებებიც გამოიყოფა და იწყება აუხსნელი პროცესები. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მსხვილი ნაწლავის საფუძვლიანი გაწმენდა.
სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით დატვირთული გამწმენდი საშუალების რეცეპტს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ ნაწლავების გაწმენდას და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას.
დეტოქს სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფორთოხალი (საშუალო) 3 ცალი
- ლიმონი 3 ცალი
- 2 ნოპალი (საკვები კაქტუსი), შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ კიტრით
- პაპაია (მწიფე, საშუალო ზომის) 1 ცალი
მომზადების წესი:
პირველ რიგში, ნოპალი და პაპაია გაასუფთავეთ. შემდეგ დაჭერით და ციტრუსების წვენთან ერთად დააბლენდერეთ. თუ მასა სქელი გამოვიდა, დაამატეთ ცოტა წყალი. მიიღეთ 1 ჭიქა უზმოზე.
მოცემული საშუალების წყალობით შეძლებთ ორგანიზმის გაწმენდას, მსხვილი ნაწლავის დაცლას და მისი ფუნქციონირების გაუმჯობესებას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!