შემოგთავაზებთ უნაზესი და უგემრიელსი ტორტის, ,,აფრიკელი გოგონას“, რეცეპტს. კაკაოს, არაჟნის, კივის, ფორთოხლის, ბანანის არომატების საოცარი შერწყმა ტორტს განუმეორებელ გემოს ანიჭებს.
ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედინეტები:
- ფქვილი 2 ჩ. ჭ.
- კაკაო 100 გრ
- კვერცხი 5 ცალი
- კეფირი 1 ჩ. ჭ. (ბოლომდე არ გაავსოთ)
- შაქრის ფხვნილი 1 ჩ. ჭ.
- საკვები სოდა 1 ჩ. კ.
კრემის მოსაზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- არაჟანი (ცხიმიანი) 500 გრ
- შაქრის ფხვნილი 1 ჩ. ჭ.
- ჟელატინი 15 გრ
- ბანანი 1 ცალი, კივი 2 ცალი, ფორთოხალი 1 ცალი
მომზადების წესი:
- კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ. ცალკე თასში აურიეთ ჭიქა-ნახევარი ფქვილი, 100 გრ კაკაო, სოდა, კეფირი და შეურიეთ კვერცხიან მასას. მიიღებთ სქელი არაჟნის სისქის ცომს. თუ ცომი ცოტა თხელია, აუცილებლად დაამატეთ ფქვილი.
- მზა ცომი გაყავით 2 ნაწილად (1 ნაწილი ცოტა მეტი აიღეთ) და გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 35-40 წუთის განმავლობაში. შედარებით დიდი ფენა გაყავით ორ ნაწილად, ხოლო მეორე_დატეხეთ, მაგრამ ძალიან არ დააქუცმაცოთ.
- ამზადებთ კრემს. ჟელატინს დაასხით თბილი წყალი და დააყოვნეთ ასაფუებლად.
- არაჟანს დაამატეთ შაქრის ფხვნილი და ათქვიფეთ, შემდეგ შეურიეთ ჟელატინი. ხილი დაჭერით პატარა ნაჭრებად და დატეხილ ბისკვიტთან ერთად კრემს ნაზად შეურიეთ.
- ტორტის საცხობ ყალიბში, რომელშიდაც ბისკვიტები გამოაცხვეთ, ჩადეთ ერთი ფენა, შემდეგ დაიტანეთ კრემის მასა და თანაბრად გაანაწილეთ, ზემოდან დაადეთ ბისკვიტის მეორე ნაწილი. სურვილის მიხედვით, შეგიძლიათ ზედა ფენიდან ამოჭრათ გვირილის ფურცლები და თქვენი აფრიკელი ქალბატონი კიდევ უფრო გაალამაზოთ.
დესერტი 1-2 საათით შედეთ მაცივარში და შემდეგ მოხსენით ყალიბი. მოამზადეთ და დარწმუნდით, რომ შავი საოცრება დაუჯერებლად გემრიელია.