ადრე თუ გვიან სიბერე კარზე მოგვიკაკუნებს და ვერ გავექცევით ნაოჭების, ასაკობრივი ლაქებისა და სიბერის სხვა ნიშნების გამოვლენას. ვიზრუნოთ მათ შეფერხებაზე და ვაღიაროთ, რაც უფრო დიდი ხნით შევინარჩუნებთ ახალგაზრდობას, მით უკეთესი იქნება.
ნუ გადაიხდით ზედმეტს, გამოიყენეთ ბუნებრივ პროდუქტების ბაზაზე მომზადებული ნიღბები, სკრაბები, კრემები, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია, არ აქვს გვერდითი მოვლენები და საოცრად ეფექტურია.
შემოგთავაზებთ ხელნაკეთი ნიღაბის რეცეპტს, რომელიც ეფუძნება ბანანის, ალოესა და თაფლის სასარგებლო ეფექტს კანზე.
ხელნაკეთი ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ბანანი 1 ს. კ.
- ალოეს წვენი 1 ს. კ.
- თაფლი 1 ჩ. კ.
- ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ბანანი დაჭყლიტეთ, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და კარგად აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
- სახე დაიბანეთ და შემდეგ გაიწმინდეთ ბანანის ქერქის შიგნითა მხრიდან. შეიზილეთ მომზადებული მასა, დაწექით და ნიღაბი სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-20 წუთი. ნარჩენები ჯერ თბილი წყლით ჩამოიბანეთ, შემდეგ_ცივით. ამ გზით შეძლებთ ფორების დახურვას.
პროცედურის ბოლოს წაისვით დამატენიანებელი კრემი ან ნუშის, ან ზეითუნის ზეთი. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ, ძილის წინ.