სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებული 6 საუკეთესო ხელნაკეთი საშუალების რეცეპტს, რომელთა დახმარებით შეძლებთ ჰერპესის უსიამოვნო სიმპტომების განკურნებას.
1. ნიორი და თაფლი
სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ნიორი 3 კბილი
- თაფლი 100 გრ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ნიორი დაჭყლიტეთ და შეურიეთ თაფლს. მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში და დაახურეთ ხუფი. სამკურნალო ნარევი დღეში 3-4-ჯერ წაისვით დაზიანებულ კანზე.
ყველაზე აქტიურად მე ნივრისა და თაფლის ნარევს ვიყენებ.
2. პროპოლისის ზეთი
წაისვით დაზიანებულ კანზე პროპოლისის ზეთის რამდენიმე წვეთი.
3. გოგრის თესლის ზეთი
დღეში 4-ჯერ დაზიანებულ კანზე წაისვით გოგრის ზეთი. მოცემული პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ აფთიაქებში.
4. მარილი და საკვები სოდა
სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- მარილი 1 ს. კ.
- სოდა 1 ს. კ.
- ცოტა წყალი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მარილი და სოდა აურიეთ, დაამატეთ ცოტა წყალი ისე, რომ მიიღოთ პასტისებური მასა. მომზადებული მასა დღეში 3-ჯერ წაისვით დაზიანებულ კანზე.
5. წიწიბურას ფქვილი
სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი 2 ჩ. ჭ.
- წიწიბურას ფქვილი 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
პირველ რიგში, მოამზადეთ წიწიბურას ფქვილი. წიწიბურა გარეცხეთ, გააშრეთ და დაფქვით ყავის საფქვავში. ფქვილი გადაიტანეთ მინის თავდახურულ ქილაში და საჭიროების მიხედვით გამოიყენეთ.
წყალი აადუღეთ, დაამატეთ წიწიბურას ფქვილი, მოურიეთ და ცოტა ხანს ადუღეთ. გააგრილებული ნარევი გადაიტანეთ მინის ბოთლში და შედეთ მაცივარში. დღეში 2-3-ჯერ წაისვით დაზიანებულ კანზე.
6. პიტნის ნახარში
სამკურნალო ნახარშის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი 1 ჩ. ჭ.
- ახალი პიტნა დაქუცმაცებული 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
პიტნა ჩაყარეთ პატარა ქვაბში, დაასხით ადუღებული წყალი, დაახურეთ ხუფი, დადგით ორთქლის აბაზანაზე და ადუღეთ 15 წუთი. ნახარში გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ გადაწურეთ, გადაიტანეთ მინის ბოთლში და შედეთ მაცივარში. სამკურნალო ნახარში დღეში რამდენჯერმე წაისვით დაზიანებულ კანზე.
თუ თქვენ ძლიერი ტკივილი ან სერიოზული პრობლემები გაქვთ, გირჩევთ, მიმართოთ ექიმს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!