არტერიებში ცხიმების დაგროვება და სისხლძარღვების კედლების გასქელება, შენელებული სისხლის მიმოქცევა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის განვითარების მიზეზი ხდება.
თუ გსურთ, შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, რეგულარულად უნდა იზრუნოთ ორგანიზმის, კერძოდ, სისხლძარღვების გაწმენდაზე. მოცემული პრობლემის გადაჭრას შეძლებთ ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი ეფექტური ხელნაკეთი საშუალებებით.
შემოგთავაზებთ ბროწეულის ბაზაზე მომზადებული უძლიერესი გამწმენდი სასმელის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ არტერიების ქოლესტერინისგან და ცხიმებისგან გაწმენდას.
ბროწეული ძალიან სასარგებლო ხილია. იგი შეიცავს ფლავონიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს და ბოჭკოვნებს. მოცემული ნივთიერებები პასუხისმგებელნი არიან ქოლესტერინის დონის შემცირებაზე და დაბლოკილი არტერიების გაწმენდაზე.
იხილეთ რა სარგებლობა მოაქვს ბროწეულს ან ბროწეულის წვენს ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის:
1. არტერიული წნევა
ბროწეული ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და არეგულირებს არტერიულ წნევას. წმენდს არტერიებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
2. წმენდს ორგანიზმს
ანტიბაქტერიული თვისებებით გაჯერებული ბროწეული ანადგურებს ბაქტერიებს, ანეიტრალებს ტოქსინებს და გამოდევნის ორგანიზმიდან. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს ოქსიდაციური სტრესის აღმოფხვრას და აადვილებს სისხლის მიმოქცევას.
3. ანთების საწინააღმდეგო საშუალება
ბროწეულის რეგულარულად გამოყენება ამცირებს ანთებით პროცესს და აგარიდებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარებას.
4. ანტივირუსული საშუალება
ეს საოცარი ხილი აძლიერებს ჩვენს იმუნიტეტს და აქტიურად ებრძვის ვირუსებს.
უძლიერესი გამწმენდი სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ვაშლი
- ბროწეული
ხილი აიღეთ შემდეგი პროპორციით 3 წილი ვაშლი და 1 წილი ბროწეული.
მომზადების წესი:
ხილი კარგად გარეცხეთ. ბროწეული გაარჩიეთ. ვაშლი დაჭერით. მზა ინგრედიენტები დააბლენდერეთ, დაამატეთ ცოტა წყალი ისე, რომ ნარევი გთხევადდეს. შემდეგ გაწურეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ საცერი ან მარლა და დალიეთ მოზადებისთანავე. მიიღეთ ყოველ დღე 100 მლ.
მრავალი სასარგებლო საკვები ნივთიერებით გაჯერებული სასმელი შეგიძლიათ მიიღოთ რეგულარულად და იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!