შემოგთავაზებთ უგემრიელესი და საოცრად არომატული, ქარვისფერი კარამელის რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ დესერტებისა და სენდვიჩების მოსამზადებლად.
კლასიკური კარამელის სოუსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 300 გრ შაქარი
- 330 მლ ნაღები 35%-იანი ცხიმიანობის
- 65 გრ კარაქი
- 1 ჩ. კ. მარილი ან თქვენი გემოვნებით
შემოგთავაზებთ კარამელის სოუსის რეცეპტის შედარებით ბიუჯეტურ ვარიანტს. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და მოამზადეთ.
საჭირო ინგრედიენტები:
- 180 გრ კეფირი
- 115 გრ კარაქი
- 300 გრ შაქარი
- 2 ჩ. კ. თაფლი
- 5 გრ სოდა
- ნახევარი ჩ. კ. მარილი
- ვანილი ან ვანილის ექსტრაქი 1 ს. კ.
როგორც ხედავთ ორივე რეცეპტის შემადგენლობაში შედის მარილი. ორივე რეცეპტის მიხედვით სოუსი უმარტივესი მოსამზადებელია და არ დაგჭირდებათ დიდი დრო.
მომზადების წესი:
- აიღეთ სქელძირიანი ტაფა, დადგით დაბალ ცეცხლზე, ჩაყარეთ შაქრის საჭირო რაოდენობის მეოთხედი და ურიეთ, გადნობის შემდეგ კიდევ დაამატეთ და ასე, ნაწილ-ნაწილ, შაქარი მთლიანად გაადნეთ.
- როდესაც მასა გახდება ოქროსფერი, გადმოდგით ცეცხლიდან და შეურიეთ კარაქი. პარალელულად ნაღები კარგად გააცხელეთ (ცალკე ჭურჭელში), მაგრამ არ აადუღოთ და შეურიეთ კარამელს. შემდეგ დაამატეთ მარილი (შეგიძლიათ შეცვალოთ რაოდენობა) და ურევთ ნაზად, ათქვეფა არ სჭირდება.
- მიღებული მასა დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ კიდევ 3-5 წუთი, თან განუწყვეტლივ ურევთ.მზა კარამელი გადმოდგით ცეცხლიდან და გადაიტანეთ მინის ჭურჭელში.
- გაგრილების შემდეგ მასა გასქელდება. კარამელი შეგიძლიათ რამდენიმე კვირაც შეინახოთ მაცივარში.
მოცემული წესის მიხედვით მოამზადეთ კეფირიანი კარამელიც. გემრიელად მიირთვით!