ბევრი ადამიანი გრიპის სიმპტომების აღმოჩენისთანავე იწყებს ქიმიური მედიკამენტების მიღებას, რომლებიც ზიანს აყენებს ნაწლავის ფლორას. გარდა ამისა, ზიანდება ღვიძლიც, რადგან ყველაფერს, რასაც მოვიხმართ, ამუშავებს ღვიძლი. ბევრი წამალის მიღებას შეიძლება შედეგად მოჰყვეს ღვიძლის ანთება და მოწამვლაც კი. სწორედ ამიტომ, გირჩევთ, გრიპის სიმპტომების შესამსუბუქებლად გამოიყენოთ ბუნებრივი საშუალებები.
გამოკვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ ვიტამინების, განსაკუთრებით D და C ვიტამინების, დახმარებით შეძლებთ გრიპისა და გაციების სიმპტომებისგან გათავისუფლებას. გარდა, ეს ვიტამინები ბუნებრივი და სრულიად უსაფრთხო გზით აძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას.
საუკეთესო გამოსავალია გრიპის ან გაციების დროს, გაზარდოთ მოცემული ვიტამინებით მდიდარი საკვები პროდუქტების: ლიმონის, ნივრის, ჯანჯაფილისა და თაფლის გამოყენება.
ლიმონი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს და იმუნიტეტის გასაძლიერებლად საუკეთესო საშუალებაა. სასრგებლო ციტრუსი ხელს უშლის რესპირატორული დაავადებების სიმპტომების გართულებას.
ჯაჯაფილი ანთების საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც ეფექტურად მოგიხსნით სასუნთქები გზების დისკომფორტს.
ნიორი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. საუკეთესო პროდუქტია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. ნიორი აგარიდებთ ვირუსებითა და ბაქტერიებით გამოწვეულ მრავალ დაავადებას.
თაფლი საუკეთესოა ყელის ტკივილის შესამსუბუქებლად და მოქმედებს, როგოც ამოსახველებელი საშუალება.
შემოგთავაზებთ ამ ოთხი ბუნებრივი პროდუქტის კომბინაციით მომზადებული უძლიერესი სამკურნალო ნარევის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც აირიდებთ გრიპის სიმპტომების გამწვავებას და გააჯერებთ ორგანიზმს ნუტრიენტებით.
სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ლიმონი 1 ცალი
- ნიორი 1 კბილი
- ჯანჯაფილის ფხვნილი 2 ს. კ.
- თაფლი 2 ს. კ.
მომზადებისა და მიღების წესები:
- ლიმონი კარგად გარეცხეთ და კანიანად გაატარეთ. ნიორი დაჭერით წვრილად.
- გატარებულ ლიმონს დაამატეთ ნიორი, ჯანჯაფილის ფხვნილი, თაფლი და აურიეთ. ნარევი 10 წამით შედეთ მიკროტალღურ ღუმელში და ერთხელ კიდევ კარგად აურიეთ.
- მომზადებული მასის ერთი ს. კ. მიიღეთ ან გახსენით ფინჯან ცხელ წყალში და დალიეთ სამკურნალო ჩაი. დღის განმავლობაში შეგიძლიათ დალიოთ რამდენიმე ფინჯანი.
გაითვალისწინეთ, თუ კუჭ-ნაწლავის პრობლემები გაქვთ, მოერიდეთ მოცემული საშალების გამოყენებას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!