აკუპრესურა ტრადიციული ჩინური მედიცინის ტექნიკაა, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვანი წერტილის მასაჟის სახით ახერხებს ჩვენ ორგანოებზე ზემოქმედებას. ასეთ სწორ წერტილებზე ზეწოლით თქვენ ჯანმრთელობის მრავალი ასპექტის გამოსწორება შეგიძლიათ. ამ შემთხვევაში წარმოგიდგენთ წონის კლებისთვის გამოსადეგ ყველაზე პოპულარულ ზეწოლის წერტილებს:
1. ყურის წერტილი
ეს შიმშილის გრძნობის მაკონტროლებელი მთავარი წერტილია. მის საპოვნელად დაადეთ თითი ყურის სამკუთხედის ფორმის ხორცის ნაწილს. შემდეგ გააღეთ და დახურეთ პირი და იპოვეთ სამკუთხედთან ის წერტილი, რომელშიც ამ დროს ყველაზე მეტად იგრძნობა მოძრაობა. დააჭირეთ ამ წერტილს თითი 3 წუთით, დღეში ორჯერ. ასე გახდომის პროცესის მიზნებს უფრო მალე მიაღწევთ.
2. ზედა ტუჩი
ეს წერტილი ზედა ტუჩის და ცხვირის შუაში მდებარეობს. დააწექით მას 5 წუთით დღეში ორჯერ ან მაშინ, როდესაც შიმშილს იგრძნობთ.
3. მუხლის წერტილი
ამ წერტილზე დაჭერა აუმჯობესებს მონელების პროცესებს და ასევე ამსუბუქებს მენსტრუალრ დისკომფორტსა და კრუნჩხვებს. იგი მდებარეობს მუხლიდან 5 სანტიმეტრით დაბლა, ფეხის გარე ნაწილისკენ, ოდნავ ცენტრისგან დაშორებით. დააწექით ამ წერტილს 2 წუთით ყოველდღე და დაეხმარეთ თქვენს მუცელს უკეთ მუშაობაში.
4. იდაყვის წერტილი
ეს წერტილი იდაყვის სახსრიდან ერთი ცერა თითის დაშორებით მდებარეობს იდაყვის შიდა მხარის მიმართულებით. დააწექით მას 1 წუთით ყოველდღე. ამით სხეულის ზედმეტ სიმხურვალეს და ტენიანობას აირიდებთ თავიდან.
5. კოჭის წერტილი
ეს წერტილი ფეხის შიდა მხარეს, კოჭიდან 5 სანტიმეტრით მაღლა მდებარეობს. დააწექით მას დღეში 1 წუთით და აწიეთ თითი ნელა. არ გამოიყენოთ ეს წერტილი ორსულობის დროს.
გამოიყენეთ ეს ხრიკები დღიურად და უფრო მარტივად შეინარჩუნებთ სიჯანსაღესა და თქვენი შიმშილის გრძნობაზე კონტროლს.