შემოგთავაზებთ უმარტივეს მეთოდს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ კანის ტონის გათანაბრებას, პიგმენტური ლაქების გაღიავებას, მოიშორებთ წვრილ ნაოჭებს და შეიმცირებთ ღრმა ნაოჭებს.
მოცემული საშუალება მხოლოდ ორი ინგრედიენტისგან შედგება. ხელნაკეთი კრემი მოსამზადებლად უმარტივესია და შეგიძლიათ ერთი წელი შეინახოთ მაცივარში.
აბუსალათინის ზეთი საკმაოდ სქელი მასაა და არ აქვს სუნი. იგი გაჯერებულია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და დამატენიანებელი თვისებებით.
აბუსალათინის ზეთი უძველესი დროიდან გამოიყენება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემათა სამკურნალოდ, თმისა და კანის მოსავლელად. ქოქოსის ზეთთან კომბინაციით კი მიიღებთ კანის მოვლის საუკეთესო საშუალებას.
ხელნაკეთი კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ქოქოსის ზეთი 50 მლ
- აბუსალათინის ზეთი 50 მლ
მომზადების წესი:
- ქოქოსის ზეთს აქვს ნახევრად მყარი სტრუქტურა. 50 მლ ქოქოსის ზეთი მოათავსეთ პატარა ქილაში. ქილა 10-15 წუთით ჩადეთ თბილ წყალში. გათხევადებულ მასას დაამატეთ აბუსალათინის ზეთი და კარგად აურიეთ. არომატისთვის შეგიძლიათ დაამატოთ სასურველი ეთერზეთიც.
- გაითვალისწინეთ, კრემის გამოყენებამდე აუცილებლად უნდა დაიბანოთ სახე თბილი წყლით. ამ გზით შეძლებთ ფორების გახსნას და კანს საშუალებას მისცემთ შეიწოვოს საკვები ნივთიერებების მაქსიმუმი.
- დაძინებამდე 30 წუთით ადრე მოცემული საშუალება თხელ ფენად წაისვით ოდნავ ნესტიან კანზე, არ დაგავიწყდეთ თვალებისა და ტუჩების ირგვლივ კანიც. კრემი სამოქმედოდ დაიტოვეთ დილამდე.
- დილით სახე ცივი წყლით დაიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი ან ნუშის ზეთი.
მაქსიმალური შედეგის მისაღებად პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ ღამე ორი თვის განმავლობაში. შედეგად მოიშორებთ ნაოჭებს, პიგმენტურ ლაქებს და კანს მიანიჭებთ ჯანსაღ იერს.
მოცემული საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ კისრისა და მკერდის ზონაზე, ხელების კანის, იდაყვებისა და ქუსლების დასარბილებლად.