ვიტამინური ნაზავი, რომელიც თქვენს იმუნიტეტს მაქსიმალურად გააძლიერებს

შემოგთავაზებთ ნატურალური პროდუქტებით დამზადებულ საშუალებას, რომელიც დაგავიწყებთ აფთიაქის გზას და ყველანაირი სახის წამალს. ეს საშუალება გააძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას, დაგეხმარებათ გრიპისა და გაციების წინააღმდეგ ბრძოლაში.

საჭირო იგრედიენტები:

  • საშუალო ზომის ჯანჯაფილი 1 კოჭა
  • ლიმონი 2 ცალი
  • თაფლი 500 გრ

მომზადების წესი:

  1. ლიმონი კარგად გარეცხეთ და გახეხეთ.
  2. გათალეთ ჯანჯაფილი, დაჭერით ნაჭრებად.
  3. ჯანჯაფილი და ლიმონი მოათავსეთ 1 ლიტრი ტევადობის მინის ქილაში, დაამატეთ თაფლი, მაგრამ ბოლომდე არ გაავსოთ.
  4. ქილას მჭიდროდ დაახურეთ და გააჩერეთ ერთი დღით.
  5. შემდეგ შეინახეთ მაცივარში. მასა გახდება ჟელესავით.
  6. გასქაზავებლად დაგჭირდებათ ცოტა თბილი წყალი.

უფროსებისთვის რეკომენდებული ულუფაა 2 ს. კ. დღეში, ხოლო ბავშვებისთვის – 1-2 ჩ. კ. გამოიყენეთ ეს საშუალება, რათა მაქსიმალურად გაიძლიეროთ იმუნიტეტი და თავიდან აირიდოთ არა მხოლოდ გრიპი და გაციება, არამედ ჯანმრთელობის ყველაზე სერიოზული პრობლემებიც კი.