ჭარბი წონა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემის მიზეზი არის.
ბევრი ფიქრობს, რომ ჭარბი წონა ესთეტიკური პრობლემაა, მაგრამ სინამდვილეში, სიმსუქნე მრავალი საშიში დაავადების მთავარი მიზეზია.
შემოგთავაზებთ გასახდომი ჩაის რეცეპტს. სასმელის რეგულარულად მიღებით შეძლებთ წონის დაკლებას, ორგანიზმის გაწმენდას და ზედმეტი სითხის გამოდევნას.
სასმელი მომზადებულია ვაშლის კანების ბაზაზე. ვაშლის კანი ხელს უწყობს ცხიმების წვას და ძალიან სწრაფად წმენდს ორგანიზმს.
ჯანჯაფილი ხელს უწყობს მიღებული საკვებიდან სასარგებლო ნივთიერებების შეწოვას. ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით კოჭას შეუძლია არტერიების გაწმენდა და ორგანიზმის დეტოქსიკაცია.
დარიჩინი არეგულირებს გლუკოზისა და ქოლესტერინის დონეს, ასწრაფებს მეტაბოლიზს და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.
მოცემული სასმელი სასწაულს ახდენს და მისი წყალობით შეძლებთ მუცლის ცხიმის მოცილებას.
გასახდომი ჩაის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი 1 ლ
- რეჰანი 1 მუჭა
- 2 ვაშლის კანი
- ჯანჯაფილი (დაახლოებით, 4 სმ სიგრძის)
- დარიჩინი 4 ჩხირი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
წყალს დაამატეთ ვაშლის კანი, ჯანჯაფილი, დარიჩინის ჩხირები და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 13 წუთი. შემდეგ დაამატეთ რეჰანი და ადუღეთ კიდევ 2 წუთი.
მომზადებული სასმელი გადაიტანეთ ჰერმენტულ კონტეინერში.
სასმელი მიიღეთ უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მოცემული საშუალების გამოყენება შეგიძლიათ სასურველი შედეგის მიღებამდე, სანამ თქვენი წონა არ გახდება სრულიად ნორმალური და არ გამოიდევნება ორგანიზმიდან ჭარბი სითხე.