შემოგთავაზებთ შოკოლადის უგემრიელესი კექსების რეცეპტს. ფუმფულა, ჰაეროვანი და დახვეწილი არომატის მქონე დესერტი უმარტივესი მოსამზადებელია. გაითვალისწინეთ, რომ კექსები სამარხვოა.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 380 გრ
- კაკაო 60 გრ
- შაქარი 400 გრ
- გამაფხვიერებელი 14 გრ
- მარილი 6 გრ
- ვანილის ექსტრაქტი 20 მლ
- ვაშლის ძმარი 10 მლ
- ზეთი 240 მლ
- ცივი წყალი ან მსუბუქი ყავა, დაახლოებით, 480 მლ
მომზადების წესი:
- თასში აურიეთ ფქვილი, შაქარი, კაკაო, გამაფხვიერებელი და მარილი.
- მიღებულ ნარევში გააკეთეთ სამი ჩაღრმავება, ორი პატარა და ერთი დიდი.
- ერთ პატარა ჩაღრმავებაში ჩაასხით ვანილის ექსტრაქტი, მეორეში_ვაშლის ძმარი, ხოლო დიდ ჩაღრმავებაში ჩაასხით ზეთი.
- დაამატეთ ცივი წყალი ან მსუბუქი ცივი ყავა და კარგად აურიეთ.
- საცხობ ფორმებს წაუსვით ზეთი.
- ფორმების ¾ შეავსეთ ცომით.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 25-30 წუთი.
- გააგრილეთ, ამოიღეთ ფორმებიდან და მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
მოამზადეთ არომატული, ჰაეროვანი კექსები და გემრიელად მიირთვით!