ძნელად მოიძებნება ადამიანი, ვისაც ,,ტირამისუ“ არ უყვარს. უგემრიელესი დესერტი სულ რამდენიმე წუთში მზად გექნებათ

შემოგთავაზებთ უგემრიელესი დესერტის ,,ტირამისუს“ უმარტივეს რეცეპტს. დესერტი მზად გექნებათ რამდენიმე წუთში. მცირედი ძალისხმევა და ხაჭოს, არაჟნისა და ფხვიერი ორცხობილების შერწყმით გემრიელი და ვიზუალურად ლამაზი დესერტით გაუმასპინძლდებით თქვენს საყვარელ ადამიანებს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფხვიერი ორცხობილა 200 გრ
  • ხაჭო 200 გრ
  • არაჟანი 100 გრ
  • შაქარი 50 გრ
  • ყავა 1 ჩ. კ.
  • ვანილი
  • კაკაო

მომზადების წესი:

  1. ხაჭო, არაჟანი, შაქარი და ვანილი დააბლენდერეთ  ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. მოამზადეთ ყავა და 5-5 წამით ჩაყავით ორცხობილები.
  3. ტირამისუს მოსამზადებლად პატარა მინის ფიალები გამოიყენეთ. შეგიძლიათ მოამზადოთ ლანგარზედაც.
  4. დააწყვეთ ჯერ ორცხობილები, შემდეგ_კრემი, შემდეგ_ორცხობილები და ბოლოს_კრემი. ზემოდან საცერით მოაფრქვიეთ კაკაო. დესერტი შედეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!