როდესაც ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნის პროცესი დარღვეულია, ღვიძლი ნახევარი ძალით იწყებს მუშაობას. შედეგად, ტოქსინები გადადის ცხიმოვან ქსოვილებში და არ გამოიდევნება მანამ, სანამ ღვიძლი არ გამოჯანმრთელდება. ამ ყველაფერთან ერთად, ეს წონის დაკლებაშიც შეგიშლით ხელს.
როგორ გავიგოთ, რომ ღვიძლის მუშაობა შენელებულია?
15 ყველაზე გავრცელებული სიმპტომი:
- ქრონიკული დაღლილობა.
- გაღიზიანებადობა.
- მომატებული გადაღლილობა.
- ტკივილი თავისა და თვალების არეში.
- სახსრებისა და კუნთების ქრონიკული ტკივილი.
- გაზრდილი ოფლიანობა.
- ცხიმების რთულად გადამუშავება.
- ალერგიული რეაქციები.
- აკნე და კანის სხვა დარღვევები.
- მუცლის შებერილობა და დისპესია.
- ჰორმონალური დისბალანსი.
- შფოთვა და დეპრესია.
- მომატებული მგრძნობელობა.
- უსიამოვნო სუნი პირის ღრუში.
- წონის უეცარი მომატება.
ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირების აღსადგენად, პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს სწორ კვებას. ამისთვის დიეტის დაცვა არ არის აუცილებელი – უბრალოდ მიჰყევით ამ რჩევებს:
- შეიძინეთ ორგანული პროდუქტი, უარი თქვით საკვებზე, რომლებიც გმო-თი და ქიმიური დანამატებითაა გაჟღენთილი.
- იკვებეთ დაბალანსებულად: კვების რაციონში შეიტანეთ ახალი ხილი და ბოსტნეული, მაღალხარისხიანი ცხოველური და მცენარეული ცილები, მარცვლეული, რძის პროდუქტები, უმი თხილეული და მზესუმზირა.
- რაციონიდან ამოიღეთ მცენარეული ზეთები, რომლებიც ხელს უწყობენ ანთებას: სიმინდის, სოიოს, საფლორის, ბამბის, მზესუმზირის.
- დალიეთ დიდი ოდენობით სუფთა წყალი. წყაროს წყალისაუკეთესო ვარიანტია, მაგრამ მინერალური წყალიც გამოდგება, ოღონდ გაზის გარეშე.
- გაზარდეთ ჯანმრთელი ცხიმების მიღება (მაგალითად, ქოქოსის ზეთით, ბალახზე გაზრდილი ძროხის რძისგან დამზადებული კარაქით და ავოკადოს ზეთით).
- დღეში მინიმუმ 35 გრ ბოჭკო მიიღეთ. ბოჭკოს კარგი წყაროა ესპანური სალბის თესლი, არტიშოკი, სელის პროდუქტი, ავოკადო, ბროკოლი და ბრიუსელის კომბოსტო.
- უარი თქვით რაფინირებულ შაქარზე – ლერწმისა და ჭარხლის.
- შეზღუდეთ ფრუქტოზის მიღება დღეში 20-25 გრამამდე.
- ჭამეთ რაც შეიძლება ბევრი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული: ისინი შეიცავს მაგნიუმს, ფოლატს, B და C ვიტამინებს.
- კვების რაციონში შეიტანეთ ამინომჟავების ცხოველური და მცენარეული წყაროები: ძვლის ბულიონი, კოლაგენი, ქათამი და კვერცხი, უმი ისპანახი, ოხრახუში, კომბოსტო და ჭარხალი.
- მიირთვით პროდუქტები, რომლებიც გოგირდს შეიცავს: საშინაო კვერცხი, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, ნიორი, ხახვი, სატაცური და კომბოსტო კალე.
- უარი თქვით ალკოჰოლურ სასმელებზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნულ სიმპტომებს განიცდით.
რომელი პროდუქტებია ღვიძლისთვის ყველაზე სასარგებლო?
- არტიშოკი – იგი იცავს ღვიძლს, ეხმარება კარგად მუშაობაში, ზრდის ნაღველის წარმოებას.
- კურკუმა – ხელს უწყობს კანცეროგენების გამოდევნას, იცავს ღვიძლს, ეხმარება ღვიძლის უჯრედების აღდგენაში.
- ბაყაყურა – აქვს ანტიოქსიდანტური, ანტიფიბროზული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, იცავს ღვიძლს ვირუსებისგან, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიერ გამოწვეული ზიანისგან.