
შემოგთავაზებთ უგემრიელესი ცხელი კერძის რეცეპტს. ქათმის ფილე ყველის უგემრიელესი სოუსით უმარტივესი მოსამზადებელია.
კერძი იდეალურია როგორც ოჯახური სადილისთვის, ისე სადღესასწაულო სუფრისთვის.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ქათმის მკერდი 600 გრ
- ხახვი 2 თავი
- კვერცხი 4 ცალი
- არაჟანი 4 ს. კ.
- ხმელი ყველი 150 გრ
- პამიდორი (ჩერი) 6-7 ცალი
- კამა
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ხახვი დაჭერით ალყა-ალყა.
- საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და მოაყარეთ დაჭრილი ხახვი.
- ქათმის ფილეს დაამატეთ მარილი, შავი პილპილი და დააწყვეთ ხახვზე.
- ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, შეურიეთ არაჟანი, ათქვეფილი კვერცხი და მოასხით ქათმის ფილეზე. აქა-იქ დააწყვეთ მთლიანი პამიდვრები.
- ღუმელი გააცხელეთ 180°C. გამოსაცხობად დასჭირდება 30-35 წუთი.
- კერძს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა და სუფრასთან მიიტანეთ ცხელი.
გემრიელად მიირთვით!