რა იწვევს ვენების ვარიკოზს და როგორ ვებრძოლოთ პრობლემას საშინაო საშუალებებით

668

ვარიკოზული ვენები წარმოიქმნება სისხლძარღვებზე ან ვენებზე ზეწოლის შედეგად, რაც იწვევს სისხლძარღვებში სისხლის დაგროვებას და ჩნდება შეშუპებულლი ამობურცული ვენები.

ვენებს აქვს ცალმხრივი სარქველები, რომლებიც ხელს უშლის  სისხლის უკან გადინებას და სისხლი იწყებს ვენაში დაგროვებას, ვეღარ აგრძელებს გზას გულისკენ.

ვარიკოზის გამომწვევი მიზეზებია:

  • სიმსუქნე;
  • ორსულობა;
  • უმოქმედობა (პასიური ცხოვრება);
  • ჰორმონალური დისბალანსი.

სტატიაში შემოგთავაზებთ ვარიკოზის სამკურნალო საოცრად ეფექტურ ბუნებრივ საშუალებებს.

იხილეთ იმ საუკეთესო პროდუქტთა ჩამონათვალი, რომლებიც ეფექტურად მოქმედებს ვარიკოზზე და აფერხებს მის განვითარებას:

  • ბოჭკოვანი საკვები – დღის განმავლობაში აუცილებლად მიიღეთ 30-40 გრ ბოჭკოვანი საკვები.
  • სელის თესლი და ჩია – მიირთვით შემოთავაზებული პროდუქტები, გაიჯერეთ ორგანიზმი ომეგა-3-ით.
  • კენკრა – ჟოლო და მოცვი მდიდარია ფლავონიდებით, რომლებიც ვენების გაძლიერებაში დაგეხმარებათ.
  • კაიენის წიწაკა – ეს საოცარი მცენარე შეიცავს დიდი რაოდენობით  კაპსაიცინს, რომელიც დაგეხმარებათ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში.
  • ვიტამინი E – აფერხებს თრომბების წარმოქმნას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. E ვიტამინით მდიდარი პროდუქტებია: ნუში, მზესუმზირა, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული.

იხილეთ იმ პროდუქტთა ჩამონათვალი, რომლებიც იწვევს ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას:

  • ტრანს ცხიმები – ეს ცხიმები აფერხებს სისხლის ცირკულაციას და აძლიერებს ანთებას.
  • შაქარი – იწვევს წონაში მატებას და ანთებებს.
  • კოფეინი – ეს დეჰიდრატაციაა, რომელიც აუარესებს ვენების მდგომარეობას.
  • ალკოჰოლი – შეიძლება იყოს ანთებითი და დეჰიდრატაციული.
  • ნახევარფაბრიკატები – პროდუქტები, რომელთაც არ აქვს ენერგეტიკული ღირებულება, ხელს უწყობს ტოქსინების დაგროვებას, რომლებიც იწვევს ვარიკოზს.

სტატიაში შემოგთავაზებთ ვარიკოზული ვენების სამკურნალო 5 ბუნებრივი საშუალებას.

  • ცხენის წაბლი – (მიიღეთ დღეში 100 მგ) აძლიერებს ვენებს და ამცირებს შეშუპებას.
  • თაგვისარა – (დღეში 200 მგ) ამცირებს ვენების ანთებას.
  • ყურძნის წიპწების ექსტრაქტი – (დღეში 200 მგ) ამაგრებს ვენების კედლებს.
  • მოცვი – (დღეში 2-ჯერ 160 მგ) დადასტურებულია, რომ აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას.
  • ვიტამინი E – სისხლის ბუნებრივი გამაფხვიერებელია.
  • ვარიკოზის სამკურნალოდ ეფექტურად გამოიყენება კვიპაროსის ეთერზეთი, რომელიც ასტიმულირებს სისიხლი მიმოქცევას. კვიპაროსის ეთერზეთის 5 წვეთი დღეში 2-ჯერ დაიტანეთ დაზარალებულ ადგილზე და შეიზილიეთ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.