შემოგთავაზებთ მოსამზადებლად უმარტივესი და ძალიან გემრიელი ტორტის რეცეპტს. რამდენიმე წუთში შეძლებთ ჰაეროვანი და ფუმფულა ბისკვიტის გამოცხობას.
ტკბილი საოცრების მოსამზადებლად გჭირდებათ მინიმალური ინგრედიენტები:
- კვერცხი 3 ცალი
- შაქარი 0,5 ჩ. ჭ.
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
- ვანილი
- ფქვილი 3 ს. კ.
- 1 ქილა შესქელებული რძე
- კაკაო 2 ს. კ.
მომზადების წესი:
- კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ. თქვეფთ 5 წუთი მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. თანდათან დაამატეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და ვანილი. ურევთ ნაზად, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით, ხის ან პლასტმასის კოვზით.
- ოთხკუთხედ საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით კარაქი და მზა ცომი თანაბრად გაანაწილეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 5-10 წუთი.
- ბისკვიტი გააგრილეთ, გადაუსვით შესქელებული რძე და საცერით მოაფრქვიეთ კაკაო.
- მზა დესერტი გაყავით ორ თანაბარ ნაწილად და ერთი ნაწილი ფრთხილად დაადეთ მეორეზე.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!