6 უებარი, გამოცდილი საშინაო საშუალება ჰერპესის სამკურნალოდ. სასიამოვნო შედეგს მალევე იხილავთ

ჰერპესი ვირუსული ინფექციაა, რომლითაც მსოფლიოს მოსახლეობის 90%-მდე არის ინფიცირებული. ვირუსი ბუდობს ადამიანის ორგანიზმში და პერიოდულად პატარა ბუშტუკების სახით ვლინდება. ყველაზე ხშირად კი ტუჩის ჰერპესი ვლინდება.

შემოგთავაზებთ ჰერპესის საწინააღმდეგო ხალხურ რეცეპტებს.  გჭირდებათ უმარტივესი, ყველასთვის ხელმისაწვდომი  ინგრედიენტები.

  1. აადუღეთ 100 მლ წყალი, დაამატეთ 1 ს. კ. საკვები სოდა, მოურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. მომზადებული ნარევით გააჯერეთ ბამბის ტამპონი და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე.
  2. მარილი ჰერპესის სამკურნალოდ საუკეთესო საშუალებაა. მტკივნეულ ადგილზე დაიყარეთ ცოტა მარილი. შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით. სამკურნალო პროცედურა დღეში რამდენჯერმე გაიმეორეთ.
  3. კვერცხის ნაჭუჭს შიგნიდან აქვს თხელი აპკი, რომელიც ანთების საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალებაა. ნაჭუჭს ფრთხილად მოაშორეთ აპკი და დაიდეთ მტკივნეულ ტუჩზე.
  4. ნიორი უძლიერესი ანტივირუსული საშუალებაა. 2 კბილი ნიორი დაჭერით წვრილად, შეურიეთ 1 ს. კ. არაჟანი, 1 ს. კ. ხორბლის ფქვილი და 1 ს. კ. თაფლი. მიიღებთ ჰერპესის საწინააღმდეგო სუპერ საშუალებას. კრემი რეგულარულად წაისვით ბუშტუკზე.
  5. ჰერპესის სამკურნალოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ სოჭის ან ჩაის ხის ეთერზეთი. თქვენთვის ხელმისაწვდომი ეთერზეთის რამდენიმე წვეთი წაისვით ყოველ 2 საათში. შეიძლება იგრძნოთ მსუბუქი ჩხვლეტა.
  6. პროპოლისი დღის განმავლობაში 2-3-ჯერ წაისვით ჰერპესზე. პროპოლისის შემდეგ აუცილებლად წაისვით გვირილის ან გულყვითელას საცხი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!