საზამთრო წვნიანი ბაღჩეულია, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს და გასაკვირიც არ არის, რომ მშრალი და დაზიანებული კანისთვის საუკეთესო საშუალებაა.
შემოგთავაზებთ საზამთროს ბაზაზე მომზადებული ნიღაბის რეცეპტს, რომელიც ღრმად აღწევს კანში, ატენიანებს, კვებავს, აცოცხლებს, აღადგენს, არბილებს და ანათებს მას.
საზამთრო შეიცავს ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, რომელიც იცავს კანს მზის სხივების ზემოქმედებისგან, აგრეთვე აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს. საზამთრო მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ამცირებს ნაოჭების წარმოქმნას და ხელს უწყობს დატენიანებას.
საზამთრო აუმჯობესებს კანის ტონს და მოგშორებთ პიგმენტურ ლაქებს, აგრეთვე კურნავს აკნესა და სხვა გამონაყარს. ნიღაბი განკუთვნილია მშრალი და დაზიანებულ კანისთვის.
მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ½ ჩ. ჭ. საზამთროს რბილობი
- 2 ს. კ. თაფლი
მომზადების წესი:
- საზამთროს ამოაცალეთ თესლები, დაჭერით წვრილად, დაამტეთ თაფლი და აურიეთ. თუ მასა გთხელდა, შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა შვრიის ფქვილი.
- ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 3-ჯერ. მოამზადეთ საოცრად ეფექტური, მარტივი, ბიუჯეტური ნიღაბი და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.