მარტივი პროცედურა ვარიკოზის მკურნალობაში ძალიან დამეხმარა. გამოცდილი და უებარია, ყველას გირჩევთ

ვენების ვარიკოზული დაავადება არის კანქვეშა ზედაპირული ვენების გაგანიერება. დაავადებამ შეიძლება მოიცვას სხეულის ნებისმიერი ნაწილი, თუმცა, ყველაზე გავრცელებულია ქვედა კიდურებში.

ვარიკოზული ვენების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:

  • გენეტიკური მიდრეკილება
  • ცუდი სისხლის მიმოქცევა
  • ქვემო კიდურების ხანგრძლივი დატვირთვა, კერძოდ, ფეხზე დიდხანს დგომა ან ჯდომა
  • მოჭერილი სამოსის ტარება
  • მოუხერხებელი ან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება
  • ჰორმონალური დისბალანსი
  • ჭარბი წონა

ქვემო კიდურების ვარიკოზული დაავადება არის პროგრესირებადი, ამიტომ დროულად უნდა მიიღოთ სათანადო ზომები, რადგან დროთა განმავლობაში დაავადებამ შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას თქვენს ჯანმრთელობას.

საბედნიეროდ, არსებობს ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული ხელნაკეთი საშუალებები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ვარიკოზული ვენების აღმოსაფხვრელად.

შემოგთავაზებთ ალოე ვერას ბაზაზე მომზადებული სამკურნალო ნარევის რეცეპტს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ალოე ვერა 100 მლ
  • სტაფილო 1 ცალი
  • ვაშლის ძმარი 200 მლ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. სტაფილო კარგად გარეცხეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად და  მოცემული ინგრედიენტებთან ერთად დააბლენდერეთ.
  2. დაგჭირდებათ ქსოვილი, ზომა განსაზღვრეთ დაზიანებული ადგილის მიხედვით. მომზადებული ნარევით გააჯერეთ ქსოვილი და დაიფინეთ დაზიანებულ ადგილზე. საფენი გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით. ამ გზით შეძლებთ სისხლძარღვების კედლების გამაგრებას და აღადგენთ მათ ელასტიურობას.

მოცემული მეთოდით მკურნალობის პერიოდში აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხის მიღება და მოერიდეთ მოუხერხებელი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!