უმი კარტოფილი კანის მოვლისა და სილამაზის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა, რომელიც ნამდვილი აღმოჩენაა. კარტოფილის მსგავსი უამრავი სასარგებლო ბუნებრივი პროდუქტი არსებობს, რომელთა შესახებაც არც კი ვიცით.
სტატიაში შემოგთვაზებთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, თუ როგორ უნდა შეუნარჩუნოთ კანს კარტოფილის საშუალებით სილამაზე.
1. კარტოფილი ეფექტურად გამოიყენება თვალების ქვემოთ შეშუპებული ადგილების წინააღმდეგ
ალბათ ძნელად თუ მოიძებნება ქალი, რომელსაც თვალების ქვემოთ შეშუპების მოსახსნელად კიტრის ნაჭრები არ გამოუყენებია.
სახის ეს ადგილი ძალიან მგრძნობიარეა. ანტიოქსიდანტებითა და C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები დადებითად მოქმედებს ამ ადგილებში სისხლის მიმოქცევაზე.
როგორ გამოვიყენოთ უმი კარტოფილი მოცემულ პრობლემათა მოსგვარებლად?
დაგჭირდებათ:
- კარტოფილის მრგვალი ნაჭერი 2 ცალი (1 სმ სისქის)
- ცხვირსახოცი
- სამზარეულოს ჩაქუჩი
ინსტრუქცია:
- უმი კარტოფილი გათალეთ და დაახლოებით 1 სმ სისქის მრგვალ ნაჭრება დაჭერით.
- დააბეგვეთ ისინი ჩაქუჩით, მოათავსეთ ცხვირსახოცებში და მიღებული საფენები 15-20 წუთი დაიდეთ თვალებზე.
- დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, შედეგი გაგაოცებთ.
2. ებრძვის პიგმენტურ ლაქებს
ნედლი კარტოფილის კიდევ ერთი სასარგებლო თვისებაა სახის კანზე არსებული ასაკობრივი ლაქების გაღიავბა.
უმი კარტოფილის გამოყენების შემდეგ ლაქები ღიავდება და ნაკლებად შესამჩნევი ხდება.
საჭირო ინგრედიენტები:
- საშუალო კარტოფილი 1 ცალი
- კიტრი 1 ცალი
- ვაშლის ძმარი 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- კარტოფილი წვრილ სახეხზე გახეხეთ.
- გახეხეთ კიტრიც და მიღებული მასები პატარა თასში გადაიტანეთ, დაამატეთ 1 ს. კ. ვაშლის ძმარი და კარგად აურიეთ.
- მომზადებული საშუალებით გააჯერეთ ბამბის ტამპონი და დაიტანეთ სახის კანზე.
- სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-20 წუთი, შემდეგ კი სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
3. აფერხებს კანის ნაადრევ დაბერების პროცესებს
კანის ნაადრევ დაბერებას მრავალი ფაქტორი იწვევს. მაგალითად, მზის სხივების ზემოქმედება, კანის სიმშრალე, არასაკმარისი დატენიანება და სხვა.
გაიკეთეთ უმი კარტოფილის საშუალებით მასაჟი, რომელიც უამრავ პრობლემას ეფექტურად მოგიგვარებთ.
პროცედურის ჩასატარებლად დაგჭირდებათ 1 ცალი 3 სმ-იანი სისქის ნაჭერი.
პროცედურა გაიკეთეთ ძილის წინ. პირველ რიგში სახე კარგად დაიბანეთ. კარტოფილის ნაჭერი დაიტანეთ სახის კანის ზედაპირზე და შეასრულეთ წრიული მოძრაობები. ბოლოს სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ და და წაისვით დამატენიანებელი მალამო.
4. აკნესა და ფერიმჭამელების წინააღმდეგ
უმი კარტოფილი შეიცავს C ვიტამინს, კალიუმს, სპილენძს, გოგირდს. ყველა ეს ნივთიერება უზრუნველყოფს სახის კანის ღრმა წმენდას, გაგათავისუფლებთ ტოქსინებისგან და გაგკურნავთ აკნესგან.
საშუალება საოცრად ეფექტურია. რეკომენდებულია გამოიყენოთ კარტოფილი ყოველ დღე, ძილის წინ.
პროცედურისთვის დაგჭირდებათ კარტოფილის 3 სმ სისქის ნაჭერი.
პროცედურა გაიკეთეთ ძილის წინ. პირველ რიგში სახე კარგად დაიბანეთ. კარტოფილის ნაჭერი დაიტანეთ სახის კანის ზედაპირზე და შეასრულეთ წრიული მოძრაობები. არ დაიბანოთ, კარტოფილის წვენი მთელი ღამით დაიტოვეთ სამოქმედოდ.
5. კანის დამამშვიდებელი
დაღლილობა, ყოველდღიური საქმიანობა, უძილობა, სტრესები ცუდ გავლენას ახდენს სახის კანზე და ადამიანს წლებს ჰმატებს.
ამ პრობლემათა ასარიდებლად, რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება, კარგი დასვენება, ისეთი საკვების მიღება, რომელთაც აქვს შარდმდენი თვისებები. რეგულარულად გამოიყენეთ სახის კანის მოსავლელად უმი კარტოფილი და შედეგით ისიამოვნეთ.
საჭირო საშუალებები:
- უმი კარტოფილი (საშუალო) 1 ცალი
- ლიმონის წვენი 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
გახეხეთ კარტოფილი წვრილ სახეხზე და დაამატეთ ლიმონის წვენი. მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ. საშუალება გამოიყენეთ ძილის წინ. ნიღაბი სახის კანზე დაიტანეთ ბამბის საფენით და გაიჩერეთ 15-20 წუთი. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, შემოთავაზებული საშუალებებიდან აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, რომლებიც ეფექტურობით არ ჩამოუვარდება ძვირადღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებს და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.