შემოგთავაზებთ უგემრიელესი ტორტის რეცეპტს. შოკოლადისა და ბანანის კომბინაცია სასწაულს ახდენს და უმოკლეს დროში შეძლებთ წარმოუდგენლად დახვეწილი არომატის მქონე დესერტის დაგემოვნებას.
ამ საოცრებას გამოცხობა არ სჭირდება და 15 წუთში მზად გექნებათ.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ორცხობილები 400 გრ
- კარაქი 180 გრ
- ჟელატინი 10 გრ
- წყალი 100 მლ
- რძე 100 მლ
- არაჟანი 400 გრ
- შაქარი 6 ს. კ.
- კაკაო 3 ს. კ.
- ბანანი 2 ცალი
- შოკოლადი მოსართავად
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, ჟელატინი ჩაალბეთ წყალში.
- ორცხობილები დაფშხვენით. შეგეძლიათ გამოიყენოთ ცომის გასაბრტყელებელი. შემდეგ დაამატეთ გამდნარი კარაქი და კარგად აურიეთ.
- მოსამზადებლად გამოიყენეთ ტორტის მოსახსნელი ფორმა. ფორმის ძირზე თანაბრად გაანაწილეთ ორცხობილისა და კარაქის ნარევი, ხელით კარგად დატკეპნეთ და 5 წუთით შედეთ მაცივარში.
- ქვაბში ჩაასხით ანადუღარი რძე, ნაწილ-ნაწილ შეურიეთ 6 ს. კ. შაქარი, აფუებული ჟელატინი და კაკაო. ურევთ განუწყვეტლივ, ჟალატინის გადნობამდე, მაგრამ არ აადუღოთ.
- გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ არაჟანი, კარგად აურიეთ და ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ.
- ბანანი გაფცქვენით, გაჭერით ჯერ შუაზე, შემდეგ_სიგრძეზე.
- ფორმა გამოიღეთ მაცივრიდან, დააწყვეთ ბანანის ნაჭრები და დაფარეთ არაჟნიანი მასით. უგემრიელესი დესერტი 2-3 საათით შედეთ მაცივარში.
ტორტს ფორმიდან მარტივად ამოიღებთ, თუ კიდეზე შემოატარებთ ცხელ წყალში დასველებულ დანას. მოხსენით ფორმა და უგემრიელესი ტორტი დაფარეთ გახეხილი შოკოლადით.
მოამზადეთ, გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!