შემოგთავაზებთ ვანილის უგემრიელესი ნაყინის რეცეპტს. ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ეს ცივი და გემრიელი დესერტი არ უყვარს.
მოამზადეთ ნაყინი შინ და გააბედნიერეთ თქვენი პატარები!
ნაყინის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ნაღები 33%-იანი ცხიმიანობის
- შესქელებული რძე 70 გრ
- ვანილის შაქარი 5 გრ
მომზადების წესი:
- ნაღებს თქვეფთ გასქელებამდე.
- ნაღებს დაამატეთ შესქელებული რძე, ვანილის შაქარი და კარგად ათქვიფეთ.
- მომზადებული მასა გადაიტანეთ კონტეინერში და ზედაპირი გაასწორეთ ნიჩაბით.
- კონტეინერს მჭიდროდ დაახურეთ ხუფი და 3 საათით შედეთ საყინულეში.
- 3 საათის შემდეგ გამოიღეთ, აურიეთ და კვლავ საყინულეში შედეთ. გააჩერეთ 5 საათი.
ვანილის უგემრიელესი ნაყინი შეგიძლიათ მიირთვათ თქვენთვის სასურველ ხილთან ერთად ან მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი.
თუ ვაფლის საცხობი გაქვთ, შეგიძლიათ ხელნაკეთი ნაყინისთვის მოამზადოთ ვაფლის ჭიქებიც.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!