ჩემი შვილების საყვარელი ღვეზელები, რომლებიც მზადდება 20 წუთში, თანაც საფუვრის გარეშე

2126

სტატიაში შემოგთავაზებთ ნაზი და ფაფუკი ღვეზელის რეცეპტს, რომელიც უმარტივესი მოსამზადებელია. და რაც მთავარია, ცომის მოსამზადებლად არ დაგჭირდებათ საფუარი. უგემრიელესი შიგთავსის საუცხოო არომატით ყველას მოაჯადოებთ.

ცადეთ, მოამზადეთ და ნახავთ, რომ ის თქვენი ოჯახის წევრების საყვარელი კერძი გახდება.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კეფირი 1 ჩ. ჭ.
  • ფქვილი 4 ჩ. ჭ.
  • კვერცხი 2 ცალი
  • ზეთი 2 ს. კ.
  • სოდა 1 ჩ. კ.
  • შაქარი 2 ჩ. კ.
  • მარილი 1 ჩ. კ.

ინგრედიენტები შიგთავსისთვის:

  • ქათმის ფილე 0,5 კგ
  • შავი პიმპილი 1/4 ჩ. კ.
  • მარილი 1 ჩ. კ.

მომზადების წესები:

  1. შიგთავსისთვის აურიეთ ფილე, მარილი და პიმპილი.
  2. აიღეთ თასი და ჩაასხით თბილი კეფირისა და სოდის ნარევი.
  3. ცოტა ხანი დააყოვნეთ და დაამატეთ მარილი, შაქარი, ზეთი და კვერცხი. მოცემული მასა მიქსერით ათქვიფეთ. შემდეგ თანდათან შეაზილეთ ფქვილი.
  4. ცომი უნდა გამოგივიდეთ ფაფუკი და ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ. ცოტა ხანს დაასვენეთ ცომი.
  5. შემდეგ გამოხელეთ პატარ-პატარა გუნდები, გააბრტყელეთ, დაიტანეთ სასურველი რაოდენობის შიგთავსი, კიდეები შეკარით და ღვეზელები შეწვით მზესუმზირის ზეთში.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!