შემოგთავაზებთ მოსამზადებლად უმარტივესი, გემრიელი, არომატული და პოპულარული, დაკონსერვებული სალათის რეცეპტს. მოამზადეთ თქვენთვის სასურველი ფერის ბულგარული წიწაკა პამიდვრის წვენში და გემრიელად მიირთვით ზამთარში.
სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ბულგარული წიწაკა 4 კგ
- პამიდვრის წვენი 1,5 ლ
- მზესუმზირის ზეთი 200 მლ
- ძმარი 9%-იანი 100 მლ
- შაქარი 100 გრ
- მსხვილი მარილი 1 ს. კ. (სავსე)
მომზადების წესი:
- ბულგარული წიწაკა კარგად გარეცხეთ, გაასუფთავეთ თესლისგან და კიდევ ერთხელ გარეცხეთ. შემდეგ დაჭერით საშუალოზე ოდნავ დიდ ნაჭრებად.
- დიდ ქვაბში აურიეთ პამიდვრის წვენი, მარილი და შაქარი.
- ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე და ურევთ განუწყვეტლივ.
- დაამატეთ ბულგარული წიწაკა, ნაწილ-ნაწილ დაასხით ძმარი, ზეთი და აურიეთ.
- სალათი 15-20 ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. ცხელი კერძი გაანაწილეთ გასტერილებულ ქილებში, დაახურეთ გასტერილებული ხუფები, დააწყვეთ თავდაყირა და შეფუთეთ.
- გაგრილების შემდეგ ქილები დააწყვეთ ბნელ და გრილ ადგილზე.
სალათი შეგიძლიათ გამოიყენოთ კერძების მოსამზადებლად ან კარტოფილის, მაკარონის და სხვა კერძების გარნირად.
გემრიელად მიირთვით!