10 მიზეზი, რისი საშუალებითაც აზიელები გამხდარ ფიგურას ინარჩუნებენ

0
624

სტატისტიკურად აზიელები ყველაზე გამხდარ ხალხს წარმოადგენენ დედამიწაზე. ეს მათი ორიგინალური ტრადიციებისა და ჩვევების დამსახურებაა. ამიტომ წარმოგიდგენთ 10 საიდუმლოს, რომლითაც ისინი გამხდარ ფიგურას ინარჩუნებენ:

დამოკიდებულება საჭმლის მიმართ

დასავლეთში საჭმელი ბუნებრივ მოთხოვნილებასთან ერთად გასართობიცაა, აზიელები კი მას მხოლოდ სიცოცხლის შესანარჩუნებელ საჭიროებად აღიქვავენ.

პორციების ზომა

აზიელებს პატარა პორციებით ჭამის წესი აქვთ, რისი საშუალებითაც ერთი სადილის დროს რამდენიმე სახის კერძს სინჯავენ.

საჭმლის მომზადების მეთოდი

აზიურ სამზარეულოში ბევრ შემწვარ კერძს შეხვდებით, თუმცა ეს მათთვის საჭმლის მომზადების ყველაზე პოპულარული მეთოდი არ გახლავთ. ისინი ძირითადად შებოლილ და მოხარშულ კერძებს მიირთმევენ.

ფერმენტირებული საკვები

მისოს სუპი, კიმჩი, ნატტოს ლობიო – ეს იმ აზიური ფერმენტიებული საჭმელების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ლაკტოფერმენტაციის შედეგადაა დამზადებული და ბუნებრივი პრობიოტიკების როლს ასრულებს.

ზღვის პროდუქტები

აზიელების ყოველდღიურ მენიუში შედის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების შემცველი ზღვის პროდუქტები. ეს ელემენტი იმუნურ სისტემაზე, ვენებზე და რეპროდუქციულ სისტემებზე პოზიტიური ეფექტის მოხდენის გარდა ასევე წონის დაკლებაზეც დადებითად მოქმედებს.

ბევრი მწვანე

აზიელები მცირე პორციებით ჭამენ საჭმელებს, თუმცა ეს არ ეხება ბოსტნეულს. მათ აზიელები ძალიან დიდი ოდენობით მიირთმევენ.

ჩაი ცივი წყლის მაგივრად

ევროპელებისგან და ამერიკელებისგან განსხვავებით, აზიელები საჭმელს გაზიანი სასმელების და წყლის მაგივრად თბილ ჩაის აყოლებენ. აღსანიშნავია, რომ მეცნიერების აზრით ცივი წყალი ცხიმიან პროდუქტთან ერთად მიღებისას მონელების პროცესს ანელებს და გასუქებასაც იწვევს.

ჯანსაღი დესერტები და სასუსნავები

აზიაში ყველაზე პოპულარული ტკბილეული დამზადებულია ბრინჯისგან, ზღვის მცენარეებისგან, წითელი ლობიოსგან, თხილეულისგან და ხილისგან. ეს დელიკატესები მართლაც უფრო ჯანსაღია, ვიდრე ჩიფსები, ნამცხვრები და ტორტები.

სიარული

აზიელები როგორც წესი ყოველდღიურად მანქანაზე უფრო ხშირად საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებიან მოჭარბებული მოსახლეობის რაოდენობის გამო. ასევე მაღაზიები, სამრეცხაოები და მსგავსი დაწესებულებებლი მათი სახლიდან ფეხით ადვილად მისასვლელ დისტანციაზე მდებარეობს, რის გამოც ისინი ამერიკელებზე უფრო მეტს დადიან ფეხით ყოველდღე.

ვარჯიში და მედიტაცია

აზიაში მედიტაცია, ტაი ჩი და სხვა აქტივობები აქტიურად გამოიყენება იმისათვის, რომ ისეთი დაავადებების გაჩენას შეუშალონ ხელი, როგორიცაა მაგალითად ჭარბწონიანობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here