როგორ მოვამზადოთ გემრიელი დონატები კეფირის ბაზაზე. გამოდის ძალიან ფუმფულა და ჰაეროვანი

შემოგთავაზებთ კეფირის ბაზაზე მომზადებული ლიმონის არომატით გაჯერებული ფუმფულა დონატების რეცეპტს.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კეფირი 250 მლ
  • არაჟანი 1 ს. კ.
  • სოდა 1 ჩ. კ.
  • კვერცხი 1 ცალი
  • მარილი ნახევარი ჩ. კ.
  • შაქარი 6 ს. კ.
  • ზეთი 2 ს. კ. ცომისთვის და 100 მლ შესაწვავად
  • ფქვილი 450 გრ
  • ლიმონის ცედრა 2 ს. კ.
  • ლიმონის წვენი 2 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. კეფირი, არაჟანი, სოდა აურიეთ და გააჩერეთ 10 წუთი.
  2. ათქვიფეთ კვერცხი, ვანილი, 2 ს. კ. ზეთი, შაქარი, მარილი, ლიმონის წვენი და ცედრა.
  3. კვერცხიანი მასა შეათქვიფეთ კეფირიან მასას.
  4. გაცრილი ფქვილი ნაწილ-ნაწილ დაამატეთ მომზადებულ მასას. ცომს ზელთ კოვზით.
  5. სამუშაო ზედაპირზე წაუსვით ზეთი. ზეთი წაისვით ხელებზეც.
  6. ცომი გადმოიტანეთ სამუშაო ზედაპირზე და გამოხელეთ გუნდა. დონატების ცომს არ უნდა ბევრი ზელა.
  7. შემდეგ ზედაპირზე მოაყარეთ ცოტა ფქვილი და ცომი გააბრტყელეთ 5 სმ სისქის მრგვალ ფენად. ჭიქით ამოჭერით წრეები. თითოეულ წრეზე შუამდე გააკეთეთ 6 გრძივი ჭრილი.
  8. დონატებს ამზადებთ ტაფაზე. დაასხით ზეთი, გააცხელეთ და დონატები შეწვით ორივე მხრიდან.

ოქროსფრად დაბრაწული, ფუმფულა დონატები ჯერ ხელსახოცზე დააწყვეთ, შემდეგ გადაიტანეთ ლანგარზე, მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი და გემრიელად მიირთვით.