გემრიელი კრემით სავსე ეს ეკლერები უმარტივესი მოსამზადებელია. მიჰყევით იოლ ინსტრუქციას

გემრიელი კრემით სავსე ეკლერები ყველას საყვარელი დესერტია. ამჟამად, შემოგთავაზებთ ხაჭოსა და ხილის იოგურტის დელიკატური და არომატული შიგთავსით მომზადებული ეკლერების რეცეპტს.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 3 ცალი
  • წყალი 1 ჩ. ჭ.
  • ფქვილი 1 ჩ. ჭ.
  • კარაქი 100 გრ

კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხაჭო 400 გრ
  • ხილის იოგურტი (ხილის ნაჭრებით) 300 მლ

მომზადების წესები:

  1. ცომის მოსამზადებლად გამოიყენეთ სქელძირიანი ქვაბი.
  2. ჩაასხით წყალი და აადუღეთ. შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ. წყალს დაამატეთ მარილი, კარაქი და ძალიან სწრაფად შეურიეთ ფქვილი. დაახლოებით, 1 წუთამდე თუშეთ დაბალ ცეცხლზე.
  3. თბილ ცომს სათითაოდ დაამატეთ კვერცხი. ცომს ზელთ ხელით. მიიღებთ სქელ ცომს.
  4. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. ცომის გასანაწილებლად გამოიყენეთ საკონდიტრო ტომარა.
  5. ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. ფორმა შედეთ ცხელ ღუმელში (ღუმელი არ გამოაღოთ). 15  წუთის შემდეგ, დაუწიეთ 170 გრადუს ტემპერატურამდე. როდესაც ეკლერები ოქროსფრად დაიბრაწება, ღუმელი გამორთეთ, მაგრამ 10 წუთი არ გამოაღოთ.
  6. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ღუმელი გამოაღეთ და ეკლერები დატოვეთ კიდევ 10 წუთი.
  7. ამზადებთ კრემს: ხაჭო და იოგურტი ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე.
  8. გაგრილებული ეკლერები ამოავსეთ არომატული კრემით და ზემოდან დაფარეთ შაქრის ფხვნილით.

გემრიელად მიირთვით!