გამობერილი მუცლის მოშორების 12 გზა მუცლის ვარჯიშების გარეშე

გამობერილი მუცელი შეშუპების პროცესების ნატურალური გამოვლინებაა, რაც თავისთავად ბუნებრივ პროცესს წარმოადგენს. ასეთ დროს როგორც წესი მუცლის დაახლოებით ნახევარი გაზებით ივსება. მუცელში გაჩენილი აირები ნაწლავების მიკროფლორის დახმარებით წარმოიქმნება და იმ ბაქტერიების დამსახურებაა, რომელიც მონელების პროცესებზე აგებს პასუხს. რაც უფრო რთულია მუცლისთვის საჭმლის მოგერიება, მით უფრო მეტ გაზს გამოიმუშავებს იგი. სწორედ ამიტომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს მეთოდები ზედმეტი გაზების და გაბერვის პრობლემის მოსაშორებლად:

მეთოდი #1: ამ წერტილის მასაჟი გაზის ფორმირებას ამცირებს

დაიდეთ ჭიპის თავზე 4 თითი ჰორიზონტალურად და საჩვენებელი თითის მაღლა მოქცეული წერტილი დაიზილეთ 3 წუთის განმავლობაში საათის მოძრაობის მიმართულებით გაკეთებული წრიული მოძრაობებით და შემდეგ საპირისპირო მხარეს გაკეთებული წრიული მოძრაობებით. ამის სწორად გაკეთების შემთხვევაში პირში მჟავე გემოს იგრძნობთ და ნერწყვი მოგემატებათ.

მეთოდი #2: ეს მასაჟი წყლის შეკავების პრობლემას მოაგვარებს და მუცლის ტკივილებს განკურნავს

ეს წერტილი ჭიპის მაღლა განთავსებული თითებით გაზომვისას მეორე თითის გასწვრივაა. დააჭირეთ მას და დაზილეთ 2-3 წუთით საათის მოძრაობის მიმართულებით გაკეთებული წრიული მოძრაობებით და შემდეგ საპირისპირო მხარეს გაკეთებული წრიული მოძრაობებით.

მეთოდი #3: ამ ტიპის მასაჟი ნაწლავების აქტივობას გაზრდის და სიმძიმის შეგრძნებას გააქრობს.

დააწყეთ ჭიპის დაბლა 4 თითი ჰორიზონტალურად. სწორი წერტილი ნეკა თითის ქვეშ იქნება მოქცეული. დაზილიეთ იგი ასევე 2-3 წუთით საათის მოძრაობის მიმართულებით გაკეთებული წრიული მოძრაობებით და შემდეგ საპირისპირო მხარეს გაკეთებული წრიული მოძრაობებით. ეს გაზების დაგროვების პრობლემას მოაგვარებს.

ჯანმრთელ ადამიანს ბევრი მიზეზის წყალობით შეიძლება დაუგროვდეს მუცელში გაზები. ეს მარტივი რჩევები ამისგან დაგიცავთ:

1. დალიეთ ლიმონიანი თბილი წყალ ყოველ დილას

ასეთი სასმელის დალევა ჭამამდე 15-30 წუთით ადრე მუცლის მჟავების ნორმალურად გამოყოფას უშლის ხელს, რაც ამცირებს გულძმარვას და ნაწლავებში გაზის წარმოქმნას.

2. არ დალიოთ საუზმის დროს რძე და ყავა

რძე კუჭის მჟავების წარმოქმნას იწვევს, ამიტომ მას სასმელად ნუ ჩათვლით. რძე საჭმელია და თანაც ძალიან მძიმე. იგივენაირად მოქმედებენ ყავა და ლუდიც.

3.​​​​ არ ჩარეცხოთ საჭმელი

ჭამის დროს დალეული სასმელები ანადგურებენ კუჭის მჟავებს და ენზიმების კონცენტრაციასაც არღვევენ, რის გამოც მონელების პროცესი რთულდება. ამის შედეგად საჭმელის მონელება უფრო ხანგრძლივდება და მისი ფერმენტაცია შეიძლება დაიწყოს, რაც გაზების გამოყოფას იწვევს.

4. არ დალიოთ ალკოჰოლი მშიერ მუცელზე

ალკოჰოლი კუჭის მჟავების გამომუშავებას ასტიმულირებს, რაც საჭმლის დანაკლისის შემთხვევაში მუცლის მუშაობას ანელებს და მის კედლებს აზიანებს. ასეთი პროცესების ხშირად გამეორება მუცლის მიკროფლორასაც კლავს.

5. დალიეთ ჯანჯაფილის ჩაი

ეს ჩაი ამშვიდებს მუცელს და გაზების წარმოქმნას ამცირებს ნაწლავების აქტივობისას.

6. არ მიიღოთ ბევრი ცხიმი

ცხიმიანი საჭმელი მუცელში რჩება მონელების დროს. რაც უფრო ძნელია საჭმელი მუცლის მიერ გადასამუშავებლად, მით უფრო მეტ გაზს გამოიმუშავებს იგი. შესაბამიასდ ნაკლები ცხიმიანი საჭმელის ჭამით სიმძიმის შეგრძნებას აირიდებთ თავიდან.

7. არ ჭამოთ ჰაერი

როცა სწრაფად ვჭამთ, ჭამის დროს ვლაპარაკობთ, ცუდად ვღეჭავთ, გაზიას სასმელებს ვსვავთ ან ვეწევით, ჩვენ ზედმეტ ჰაერს ვყლაპავთ. ეს საშიში არ არის, თუმცა გაზების დაგროვებას უწყობს ხელს.

8. არ ჭამოთ ფაიბერის შემცველი ბევრი საჭმელი

ასეთი ხილი და ბოსტნეული ბევრია. გადაჭარბებული ფაიბერის რაოდენობის მიღება გაზების წარმოქმნას იწვევს და ნაწლავების ფუნქციონირებას აფერხებს.

9. განიტვირთეთ და კარგად გამოიძინეთ

შფოთვა და სტრესი ნაწლავების ფლორის პროცესების დარღვევას იწვევს. მათთან გასამკლავებლად კარგად დასვენებაა საჭირო. მაგალითად დღეში 15-20 წუთი მედიტაცია და კარგად გამოძინება დაამშვიდებს მუცელს, გულს და სისხლის მიმოქცევას.