
კვებას ბევრი რამის თქმა შეუძლია ჩვენს ჯანმრთელობაზე. დამუშავებული საკვები პროდუქტების, ასევე შემწვარი და ცხიმიანი საკვების გამოყენება ჯნმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის პროვოცირებას ახდენს. ორგანიზმი წყვეტს საჭირო ვიტამინებისა და მინერალების მიღებას. იზრდება ღვიძლის დატვირთვა, გროვდება ტოქსინები, ცხიმები და ორგანიზმი წყვეტს ნორმალურად ფუნქციონირებას.
ღვიძლის რეგულარულად გაწმენდა დაგეხმარებათ აღადგინოთ ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოს ფუნქციონირება.
შემოგთავაზებთ უმარტივესი ინგრედიენტებით გაჯერებული დეტოქს სასმელის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ღვიძლის ბუნებრივი გზით გაწმენდას.
გამწმენდი ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ლიმონი 2 ცალი
- ჭარხალი (საშუალო) 2 ცალი
- წყალი 400 მლ
მომზადებისა და მიღების წესები:
- პირველ რიგში, ჭარხალი კარგად გარეცხეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
- ჭარხალს თანდათან დაამატეთ წყალი და დააბლენდერეთ. შემდეგ დაამატეთ 2 ცალი ლიმონის წვენი და აურიეთ. შეგიძლიათ დაატკბოთ თაფლით.
დეტოქს სასმელის 50-50 მლ მიიღეთ დღეში 3-ჯერ. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 7 დღე. გისურვებთ ჯანმრთელობას!