ხაჭოს დესერტი ანანასით. უგემრიელესი და ძალიან ნაზი დესერტი, რომელიც ჩემს პატარებს ძალიან უყვართ

შემოგთავაზებთ ხაჭოს ბაზაზე მომზადებული უგემრიელესი და საოცრად არომატული დესერტის რეცეპტს. ხაჭოსა და ხილის კომბინაცია მათაც კი მოეწონება, ვისაც ორგანიზმისთვის საჭირო და აუცილებელი ეს პროდუქტი არ უყვარს.

ხაჭოს დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხაჭო 400 გრ
  • არაჟანი 200 გრ
  • ატამი 300 გრ (შეგიძლიათ მოამზადოთ ატმის კამპოტით)
  • ატმის წვენი ნახევარი ლ (ან კამპოტის წვენი)
  • ჟელატინი 25 გრ
  • შესქელებული რძე 250 მლ
  • ვანილი
  • ქიშმიში გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

  1. ჟელატინს დაასხით ხილის წვენი და გააჩერეთ 1 საათი. წვენი გამოწურეთ წვენსაწურში ან მოამზადეთ თქვენთვის ხელსაყრელ პირობებში. შეგიძლიათ ხილი გახეხოთ და წვენი მარლის საშუალებით გამოწუროთ.
  2. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ჟელატინი დადგით დაბალ ცეცხლზე, ურევთ განუწყვეტლივ, მაგრამ არ აადუღოთ.
  3. ხაჭოს დაამატეთ არაჟანი, შესქელებული რძე, ვანილი და დააბლენდერეთ.
  4. მომზადებულ მასას ნაწილ-ნაწილ დაამატეთ გაგრილებული ჟელატინი, ქიშმიში, კუბიკებად დაჭრილი ხილი და ნაზად აურიეთ.
  5. დესერტი გაანაწილეთ პატარა ფიალებში ან გადაიტანეთ დიდ ფორმაში და რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში.
  6. ხაჭოს საოცრად გემრიელი დესერტი შეგიძლიათ მოამზადოთ თქვენთვის სასურველი ხილით. დესერტი ძალიან გემრიელია ანანასის კამპოტით, ნესვისა და ატმის კომბინაციით, ბანანით.
  7. შეგიძლიათ არ გამოიყენოთ შესქელებული რძე. ამ შემთხვევაში დაამატეთ ცოტა შაქრის ფხვნილი.

მოამზადეთ ეს საოცრება და ყველა გააოცეთ თქვენი კულინარიული ოსტატობით გემრიელად მიირთვით!