გამოიყენეთ თაფლი მარტვი ინსტრუქციით, რათა მოიშოროთ ვარიკოზი და ტროფიკული წყლულები

თაფლი ვარიკოზისა და ტროპიკული წყლულის მკურნალია. მთავარია, იცოდეთ მისი სწორად გამოყენება

თაფლი, ოქროსფერი საოცრება, უძლიერესი მკურნალია. იგი უამრავი სასარგებლო თვისებით არის გაჯერებული, რომლებიც იმ მცენარეთა შემადგენლობიდან აქვს აღებული, რომლების ყვავილებიდანაც არის მომზადებული. მაგალითად, წაბლის თაფლი ვენების ვარიკზული გაგანიერების სამკურნალოდ საოცრად ეფექტური საშუალებაა.

სტატიაში შემოგთავაზებთ წაბლის თაფლის ბაზაზე არსებულ ხალხური მედიცინის რამდენიმე რეცეპტს, რომლებიც დაგეხმარებათ ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და მისი თანმხლები დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში.

რეცეპტი N 1

საჭირო იგრედიენტები:

  • ანტონოვკა ვაშლი 3 ცალი
  • წყალი 4 ჩ. ჭ.
  • წაბლის თაფლი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ვაშლს დაასხით ადუღებული წყალი, დაახურეთ და დააყოვნეთ 4 საათი. შემდეგ ვაშლი წყალში ჩაჭყლიტეთ, გაფილტრეთ, დაამატეთ თაფლი და მიიღეთ დღეში 2-ჯერ 3 ს. კ. ოდენობით.

რეცეპტი N 2

საჭირო იგრედიენტები:

  • ნიორი 250 გრ
  • თაფლი 1,5 ჩ. ჭ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ნიორი დაჭყლიტეთ, დაამატეთ 200 გრ თაფლი და კარგად აურიეთ. მომზადებული ნაზავი ბნელ ადგილზე დააყოვნეთ 2 კვირით და მიიღეთ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე 1 ს. კ. ოდენობით.

დაიმახსოვრეთ, რომ ამ საშუალების გამოყენება არ შეუძლიათ გასტრიტით, კუჭის წყლულითა და თორმეტგოჯა  ნაწლავის პრობლემებით დაავადებულ ადამიანებს.

შემოგთავაზებთ ნატურალური პროდუქტებით გაჯერებულ ტროპიკული წყლულის საწინააღმდეგო რეცეპტებს.

რეცეპტი N 1

საჭირო იგრედიენტები:

  • გამხმარი ჭაობის ბალახი 1 ს. კ.
  • წაბლის თაფლი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

დაფქვილ ბალახს დაასხით 1 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი, დააყოვნეთ 30 წუთი თავდახურულ ჭურჭელში, გაფილტრეთ, დაამატეთ თაფლი და მოურიეთ. მომზადებული ნაყენით ჩამოიბანეთ წყლული.

რეცეპტი N 2

საჭირო იგრედიენტები:

  • ევკალიპტის ფოთლები 3 ს. კ.
  • თაფლი 2 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ევკალიპტის დაჭრილ ფოთლებს დაასხით 2 ჩ. ჭ. ცხელი წყალი და აადუღეთ. ადუღეთ 5 წუთი დაბალ ცეცხლზე, გააციეთ, გაფილტრეთ, დაამატეთ თაფლი და მოურიეთ.

დაზიანებულ ადგილზე დაიდეთ საფენი 3-ჯერ დღეში 5-5 წუთი.

რეცეპტი N 3

საჭირო იგრედიენტები:

  • გვირილის ყვავილები 1 ს. კ.
  • თაფლი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

გვირილის ყვავილებს დაასხით 1 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი, დააყოვნეთ თავდახურულ ჭურჭელში 1 საათით, გაფილტრეთ, დაამატეთ თაფლი. მომზადებული ნაყენით გააჯერეთ საფენი  და დაიდეთ დღეში 3-ჯერ 5-5 წუთით.

რეცეპტი N 4

საჭირო ინგრედიენტები:

  • თაფლი 5 ს . კ.
  • თევზის ქონი 1 ს. კ.
  • ქსეროფორმი 0, 5 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ, წაისვით წყლულზე და შეიხვიეთ.

რეცეპტები N 5

საჭირო იგრედიენტები:

  • თაფლი 6 ს. კ.
  • კარაქი 6 ს. კ.
  • ბატის ქონი 6 ს. კ.
  • ალოეს ხის წვენი 1 ს. კ.
  • კაკაო 6 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული იგრედიენტები ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ, კარგად აურიეთ. არ აადუღოთ.

მომზადებული მასის 1 ს. კ. დაასხით 1 ჩ. ჭ. რძე და მიიღეთ დღეში 2-ჯერ.

რეცეპტი N 6

საჭირო იგრედიენტები

  • ალოეს ხის წვენი 10 ს. კ.
  • თაფლი 1 ჩ. ჭ.
  • კაჰორსი 1, 5 ჩ. ჭ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ და  4-5 დღით მაცივარში შედეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

რეცეპტი N 7

საჭირო იგრედიენტები:

  • გამდნარი ღორის ქონი 1 ს. კ.
  • თაფლი 5 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

იგრედიენტები კარგად აურიეთ. მომზადებული მასა წაისვით წყლულზე და შეიხვიეთ.

გამოიყენეთ მოცემული რეცეპტები და კიდევ ერთხელ დარწმუნდით თაფლის ჯადოსნურ ძალაში.