ეს რეცეპტი ბებიის კულინარიულ წიგნში შემთხვევით აღმოვაჩინე. ხორცის ასეთი გემრიელი ბურთულები არასდროს გამისინჯავს

0
443

შემგთავაზებთ არაჟნისა და პამიდვრის სოუსით გაჯერებული ხორცის უგემრიელესი ბურთულების რეცეპტს.

კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ღორის ხორცი 400 გრ
  • ხახვი 1 თავი
  • ბრინჯი 1 ჩაის ჭიქაზე ცოტა ნაკლები
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

სოუსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • არაჟანი 2 ს. კ.
  • სტაფილო 2 ცალი საშუალო ზომის
  • პამიდორი 2 ცალი
  • წყალი 300-400 მლ
  • ფქვილი 4 ს. კ.
  • მარილი, პილპილი, შაქარი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ბრინჯი მოხარშეთ მარილიან წყალში. ხორცი გაატარეთ, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, კვერცხი, მოხარშული ბრინჯი და შეაზავეთ მარილითა და  პილპილით.
  2. სოუსის მოსამზადებლად პამიდორი გახეხეთ წვრილ სახეხზე ან დააბლენდერეთ, დაამატეთ 2 ს. კ. არაჟანი, მარილი, პილპილი, შაქარი გემოვნებით. სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე და მოთუშეთ ტაფაზე, დაამატეთ პამიდორი, არაჟანი, დაასხით წყალი. სოუსი შეაზავეთ მარილით, პილპილით და აადუღეთ.
  3. ხორცისგან გამოხელეთ ბურთულები, ამოავლეთ ფქვილში,  ჩააწყვეთ ქვაბში, დაასხით მზა სოუსი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ქვაბს ცოტა ხნით დაახურეთ ხუფი. მოსამზადებლად დასჭირდება 20-25 წუთი.

მოამზადეთ ხორცის უგემრიელესი ბურთულები და ისიამოვნეთ!