გაბერილი მუცლისგან რომ გათავისუფლდეთ და წელის გარშმოწერილობა შეიმციროთ, მიიღეთ მარტივად მოსამზადებელი საშინაო სასმელები

გიჭირთ ზედმეტი კილოგრამების მოშორება? შემოგთავაზებთ ხელნაკეთი სასმელების რეცეპტებს, რომელთა დახმარებით შეძლებთ აღადგინოთ თქვენი სრულყოფილი ფიგურა.

ვიტამინებითა და მინერალებით დატვირთული ნატურალური სასმელების საშუალებით შეძლებთ ზედმეტი კილოგრამების სწრაფად და მარტივად მოშორებას. გარდა ამისა, ორგანიზმს გაიჯერებთ სასარგებლო საკვები ნივთიერებებით და აირიდებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

რეცეპტი N1 – ლიმონათი

გემრიელი და სასარგებლო ლიმონათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 2 ცალი ლიმონის წვენი
  • ცივი წყალი 1 ლ
  • შაქარი 25 გრ
  • პიტნის 8 ფოთოლი

მომზადებისა და მიღების წესები:

ლიმონის წვენს დაამატეთ პიტნის ფოთლები, წყალი და დააბლანდერეთ. შემდეგ დაამატეთ შაქარი და აურიეთ. მომზადებული ლიმონათი გადაიტანეთ მინის დოქში და დალიეთ მთელი დღის განმავლობაში.

ლიმონი შეიცავს ლიმონმჟავას, კალციუმს, მაგნიუმს და C ვიტამინს, ბიოფლავონოიდებს, პექტინს, რომლებიც ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას და ებრძვის ინფექციებს.

პიტნა ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ამშვიდებს კუჭს, მოგიხსნით მუცლის შებერილობას.

რეცეპტი N2 – დარიჩინისა და ვაშლის სასმელი

სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ვაშლი 1 ცალი
  • წყალი ნახევარი ლ
  • დარიჩინის 2 ჩხირი
  • შაქარი 25 გრ

მომზადების და მიღების წესები:

ვაშლი დაჭერით კუბიკებად. წყალი აადუღეთ, დაამატეთ ვაშლი და დარიჩინი. ადუღეთ 2 წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან. ოთახის ტემპერატურის სასმელს დაამატეთ შაქარი და მოურიეთ. გადაიტანეთ მინის დოქში და შედეთ მაცივარში. ერთ ჯერზე მომზადებული დალიეთ მთელი დღის განმავლობაში.

ვაშლი მდიდარია პექტინით, რომელიც წმენდს ორგანიზმს ქოლესტერინისგან, ხოლო დარიჩინი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას.

რეცეპტი N3 – სასმელი ქოქოსის წყლით

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წყალი ნახევარი ლ
  • ქოქოსის წყალი ნახევარი ჩ. ჭ.
  • ლიმონის წვენი 2 ჩ. კ.
  • ალოე ვერას გელი 1 ჩ. კ.
  • შაქარი 25 გრ

მომზადებისა და მიღების წესები:

მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ. მომზადებული სასმელის ნახევარი ჭიქა მიიღეთ უზმოზე. პროცედურები გააგრძელეთ სასურველი შედეგის მიღებამდე.

მოცემული საშუალებების მიღება გააგრძელეთ სასურველი შედეგის მიღებამდე.

მაქსიმალური ეფექტის მისაღებად საჭიროა ჯანსაღი კვება და ვარჯიში.