10 საგანგაშო ნიშანი, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი გვაძლევს

0
2343

ჩვენი ორგანიზმი გამუდმებით გვიგზავნის სიგნალებს დეფექტების შესახებ. იგი გვაძლევს ინფორმაციას შინაგანი ორგანოებისა და სისტემების მუშაობის შესახებ. თუმცა, ჩვენ ხშირად ვაიგნორებთ ასეთ მინიშნებებს და ეს ძალიან დიდი შეცდომაა.

შავი ზოლები თვალების ქვეშ

ასეთი ზოლები მაშინ ჩნდება, თუკი საკმარისად არ გძინავთ. რეკომენდირებულია დღეში 7-8 საათი ძილი. თუმცა, ასეთი ზოლები ასევე ანემიის მანიშნებელი სიმპტომიც კი შეიძლება იყოს. თუკი თქვენი ორგანიზმი სისხლის წითელი უჯრედების საკმარის რაოდენობას არ აწარმოებს, მაშინ თვალების ქვეშ კანი შეიძლება გაშავდეს.

თითების ფერის ცვლილება

თუკი ამჩნევთ, რომ თქვენი თითები ხშირად იცვლიან ფერებს, მაშინ ეს დაბალი ტემპერატურით გამოწვეული სპაზმების მანიშნებელი შეიძლება იყოს თქვენ ვენებში. აღნიშნული სიმპტომი სწორედ თითების კანის ფერის ცვლილებას იწვევს.

დაბურული მხედველობა

თუკი თვალები ხშირად გეღლებათ და ხშირად ამჩნევთ, რომ ვეღარ ახერხებთ ადამიანების სახეებისა და საგზაო ნიშნების გარჩევას, მაშინ დიდი შანსია იმისა, რომ ასტიგმატიზმი გიყალიბდებათ. ამ დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ოპტიკოსს.

წერტილები თქვენს თალებში

მათ შეიძლება წერტილების ან ზოლების ფორმა ჰქონდეთ და მოულოდნელად შეიძლება გაჩნდნენ კაშკაშა შუქის დანახვისას. თუკი მათ კვირაში ერთზე მეტჯერ ხედავთ, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება კატარაქტის ან უფრო სერიოზული პრობლემის სიმპტომი იყოს.

“მუსიკა” მუცელში

მუცლის მიერ გამოცეული ხმა თქვენი ნაწლავების მუშაობის პროცესების მიერაა გამოწვეული. თუკი ეს ხმა ჩვუელებრივზე უფრო ხშირად გესმით და თანაც მას ტკივილი ახლავს თან, მაშინ სასწრაფოდ უნდა ესტუმროთ ექიმს.

კანის აქერცვლა

ეს პროცესი ვიტამინების ნაკლებობის მანიშნებელია. დაბალანსებულმა დიეტამ თქვენს კანს იდეალური მდგომარეობა მალევე უნდა დაუბრუნოს. თუკი ეს ასე არ მოხდება და თანაც კანის აქერცვლას ქავილიც ახლავს თან, მაშინ სასწრაფოდ ექიმს უნდა მიმართოთ. ეს შეიძლება სოკოვანი ინფექციის ნიშანი იყოს.

ყნოსვის ნაწილობრივ დაკარგვა

ყნოსვის ხარისხის შემცირება ასაკის მატებასთან ერთად ნერვული სისტემების დაზიანების ბრალია. თუმცა თუკი ახალგაზრდა ხართ და ეს პრობლემა მაინც გაგიჩნდათ, მაშინ ეს შეიძლება ვირუსული ინფექციის მიერ იყოს გამოწვუელი, რის დროსაც ექიმს უნდა მიმართოთ გადაუდებლად.

ქუთუთოების კანკალი

ქუთუთოების ხანგრძლივი კანკალი იმის ნიშანი შეიძლება იყოს, რომ ზედმეტად ბევრი იმუშავეთ. ამის სამკურნალოდ შეგიძლიათ თვალები ცივ წყალში დალბობილი ბამბით ჩამოიწმინდოთ. თუკი ამის მიუხედავად სიმპტომი მაინც შეგინარჩუნდებათ, მაშინ ნეიროპათოლოგს უნდა მიმართოთ. ეს შეიძლება ნერვული სისტემის სერიოზული პრობლემის მანიშნებელი იყოს.

ყურებში ზარის რეკვა

ყურში უცნაური ხმის ან ზარების გაგებას ხალხი ხშირად ყურადღებას არც კი აქცევს. თუმცა, აღნიშნული სიმპტომი შესაძლოა ტინიტუსის ნიშანი იყოს. ასევე აღსანიშნავია, რომ ყველაზე ხშირად ამ ეფექტს ხმაურიან გარემოში დიდი ხნით გაჩერება იწვევს.

მხრის სახსრის დისლოკაცია

ზოგიერთი ადამიანის მხრის სახსრები უფრო მეტად მოშვებულია და მათი უცნაურად მოძრაობაა შესაძლებელი. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც მხრის ძვალის ბურთი მისი ორიგინალი პოზიციიდან ვარდება. ასეთი პრობლემა ადამიანებს სპორტული ტრამვების შემდეგ შეიძლება გაუჩნდეთ ან შეიძლება მისით დაიბადონ კიდეც. თუმცა, აუცილებელია ასეთი სიმპტომის შემთხვევაში ექიმს მიმართოთ, რადგან მან შეიძლება მხრების ამოვარდნა ან უარესი ტრამვები გამოიწვიოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here