შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც ძალიან სწრაფად და მარტივად მოამზადებთ მოხარშულ შესქელებულ რძეს. ეს გემრიელობა ყველას უყვარს, განსაკუთრებით ბავშვებს. მოამზადეთ და გაახარეთ თქვენი პატარები ან გამოიყენეთ დესერტების მოსამზადებლად.
ხელნაკეთი მოხარშული შესქელებული რძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- რძე 1 ჩ. ჭ.
- რძის ფხვნილი 150 გრ
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- კარაქი 50 გრ
- წყალი 2 ს. კ.
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, ამზადებთ კარამელს. წყალს დაამატეთ შაქარი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ურევთ განუწყვეტლივ (შაქარი არ დაგეწვათ).
- შემდეგ დაამატეთ კარაქი და ურევთ განუწყვეტლივ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- ცალკე აადუღეთ რძე და თანდათან დაამატეთ კარამელს და ურევთ განუწყვეტლივ.
- როდესაც მასა ადუღდება დაამატეთ რძის ფხვნილი და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ადუღეთ კიდევ 3 წუთი.
ხელნაკეთი მოხარშული შესქელებული რძე ძალიან გემრიელია და შეგიძლიათ მიირთვათ ან გამოიყენოთ ნებისმიერი დესერტის მოსამზადებლად.