სტრიები არასასურველი წითელი და თეთრი ხაზები არის კანზე, რომლებიც წარმოიქმნება ორსულობის პერიოდში. ამ პრობლემას იწვევს წონაში სწრაფად მატებაც, ამიტომ იგი არამხოლოდ ქალბატონებისთვის, არამედ მამაკაცებისთვისაც დიდ თავსატეხს წარმოადგენს.
როგორ ჩნდება სტრიები?
როდესაც კანი იჭიმება, ბოჭკოები, რომელთაც ნაკლები ელასტიურობა აქვს, საბოლოოდ იშლება. და შედეგად წარმოიქმნება ე. წ. სტრიები. ისინი ჩნდება მუცლის, მკერდის, თეძოებისა და დუნდულების მიდამოებში.
შეიძლება ითქვას, რომ კოლაგენის დაკარგვა ხელს უწყობს სტრიების გაჩენას, რომლებიც თავდაპირველად ვარდისფერია, შემდეგ ხდება მოწითალო, ხოლო საბოლოოდ თეთრდება.
ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე და შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებულ საშუალებებს, რომელთა დახმარებით ამ პრობლემას მოიგვარებთ. მოგაწვდით სასარგებლო ინფორმაციას, რომელთა გათვალისწინების შედეგად გათავისუფლდებით ამ უსიამოვნო პრობლემისგან.
შაქრისა და კვერცხის ბაზაზე მომზადებული წითელი სტრიების სამკურნალო ნატურალური საშუალებები
შაქრის სკრაბი
გამოიყენეთ შაქარი როგორც ნატურალური სკრაბი. აიღეთ 1 ჩ. კ. შაქარი, სასურველია ყავისფერი, და რამდენიმე წამის განმავლობაში წრიული მოძრაობებით შეიზილეთ დატენიანებულ კანზე.
პროცედურის ხანგრძლივობა მაქსიმუმი 30 წამია. დროს არ გადააჭარბოთ, რადგან შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოთ. ამის შემდეგ ფრთხილად დაიბანეთ და შეიმშრალეთ.
დაბანის შემდეგ გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი
აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ ზეითუნის ზეთი კარგად შეიზილეთ სტრიებზე და რამდენიმე წამის განმავლობაში გაიკეთეთ მასაჟი. ეს ბუნებრივი და სუფთა ზეთია, რომელსაც მარტივად ითვისებს ჩვენი კანი. ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ დღეში 2-ჯერ. ამ მეთოდით კანს ვკვებავთ E ვიტამინით, რომელიც სტრიების სამკურნალოდ საუკეთესო საშუალებაა.
კვერცხით მკურნალობა
კვერცხის ცილა შეიცავს დიდი რაოდენობით ამინომჟავებს და ცილებს. შედეგად კი სტრიების ბუნებრივ მკურნალად გვევლინება.
კარგად ათქვიფეთ 1-2 კვერცხის ცილა და მიღებული მასა შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე. შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ და კანზე შეიზილეთ ზეითუნის ზეთი. ამ გზით უზრუნველყოფთ კანის დატენიანებას.
მკურნალობის ხანგრძლივობა 2 კვირა.
სტრიების მალამო
ავოკადო ხელს უწყობს კანის ელასტიურობას და ზეითუნის ზეთთან კომბინაცია აძლიერებს მის მოქმედებას კანზე. ამ მეთოდით მნიშვნელოად დააჩქარებთ სტრიებისგან გათავისუფლებას.
საჭირო ინგრედიენტები:
- მწიფე ავოკადო ¼
- ზეითუნის ზეთი 1-2 ჩ. კ.
მომზადების წესები:
მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 40 წუთი. პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ დღე.
ალოე ვერას მალამო სტრიებისთვის
ალოე ვერსაა და ავოკადოს კომბინაციას აქვს ქსოვილების რეგენერაციის უნარი. ალოე ვერა ხელს უწყობს დაზიანებული კანის აღდგენას და ასევე ატენიანებს სხეულს.
საჭირო ინგრედიენტები:
- მწიფე ავოკადო ¼
- ალოე ვერას ფოთოლი
- ზეითუნის ზეთი 1-2 ჩ. კ.
მომზადების წესები:
მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ საჭირო ადგილებზე. 20 წუთის შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
შემოგთავაზებთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელთა გათვალისწინებით თავს დააღწევთ არასასურველ ხაზებს:
- ადეკვატური კვება ხელს უწყობს სტრიების თავიდან აცილებას.
- დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ განსაზღვრული რაოდენობის წყალი.
- მიირთვით უმი ხილი და ბოსტნეული, რადგან ეს ბუნებრივი პროდუქტები კანს უნარჩუნებს ელასტიურობას.
- მოერიდეთ ცხოველური ცხიმების მიღებას, რადგან მუცლისა და დუნდულების მიდამოებში გროვდება ცხიმი.
- ივარჯიშეთ ან იარეთ რეგულარულად და კანს დაუბრუნეთ ელასტიურობა.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.